სიღნაღის თავშესაფრის სოციალური მუშაკი/მაძიებელი
Job description
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) სოციალური მუშაკი/სოციალური მუშაკი (მაძიებელი) სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი ანაზღაურება: სოციალური მუშაკი - 1808 ლარი (დარიცხული) სოციალური მუშაკი (მაძიებელი)- 1300 ლარი (დარიცხული) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: ** სოციალური მუშაკის შემთხვევაში: უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში, ან სოციალური მუშაობაში აქტიური სტატუსის მქონე დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (საბაკალავრო პროგრამა 180 კრედიტით, სამაგისტრო პროგრამა 60 კრედიტით), ან სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არანაკლებ 45 კრედიტით. ** სოციალური მუშაკი (მაძიებლის) შემთხვევაში: სამართლის, ან საჯარო მმართველობის, ან ჯანმრთელობის დაცვის, ან განათლების მეცნიერებების, ან ფსიქოლოგიის, ან სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში. ** სოციალური მუშაკი (მაძიებლის) შემთხვევაში: სოციალურ მუშაკად ან პედაგოგად, ან სამედიცინო ან სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. სხვა უნარ-ჩვევები: ** წერითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი; ** პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია - სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე წარმართვა; ** ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვა; ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** კომპიუტერის - საოფისე პროგრამების ცოდნა. ფუნქციები: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა (მათზე დამოკიდებულ პირ (ებ)თან ერთად) თავშესაფრის მომსახურების ფარგლებში ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა, ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის შეფასების პროცესის წარმართვა. შერჩევის ეტაპები: ** CV-ების გადარჩევა; ** გასაუბრება - შერჩეულ კანდიდატებთან. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected] თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: (+99532) 2 19 22 32;