TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სისტემის ადმინისტრატორი

სისტემის ადმინისტრატორი

Hertz Car Rental თბილისი ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 18, 2026

Job description

კომპანია “ ჰერცი ”აცხადებს ვაკანსიას სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე ავტოპარკის მართვისა და ტექნიკური პროცესების მიმართულებით. პოზიციის მიზანი: სისტემის ადმინისტრატორის მთავარი ამოცანაა ავტოპარკთან დაკავშირებული მონაცემების, ტექნიკური ინფორმაციის, სერვისების, დოკუმენტაციისა და რეპორტინგის მოწესრიგებული მართვა. პოზიცია ემსახურება Fleet და Technical Management-ის პროცესების სწორად აღრიცხვას, კონტროლს და მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშების მომზადებას. ძირითადი მოვალეობები: ავტოპარკის მონაცემთა ბაზის მართვა და განახლება; ავტომობილების ძირითადი ინფორმაციის შეყვანა და კონტროლი: სახელმწიფო ნომერი, VIN, მოდელი, გამოშვების წელი, გარბენი, პასუხისმგებელი პირი, სტატუსი; სერვისის, შეკეთების, გეგმიური მომსახურებისა და ტექნიკური ინციდენტების სისტემაში აღრიცხვა; ავტომობილებთან დაკავშირებული დოკუმენტების ვადების კონტროლი: ტექდათვალიერება, დაზღვევა, ნებართვები და სხვა საჭირო დოკუმენტები; ტექნიკურ ჯგუფთან, Fleet Manager-თან და ხელმძღვანელთან კოორდინაცია; ხარჯების, სერვისების, დაზიანებებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება; Excel/ERP/GPS ან სხვა შიდა სისტემებში მონაცემების დამუშავება; არასწორი, არასრული ან დაგვიანებული მონაცემების გამოვლენა და გასწორება; პერიოდული რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ, საოპერაციო, ლოგისტიკურ, ავტოპარკის ან ტექნიკური მიმართულებით; Excel-ის კარგი ცოდნა; მონაცემებთან მუშაობის სიზუსტე და ყურადღებიანობა; დოკუმენტაციის მოწესრიგებულად წარმოების უნარი; სისტემებთან/პროგრამებთან მუშაობის სწრაფად ათვისების უნარი; ქართული ენის კარგი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციისა და პროგრამული სისტემების (ERP, GPS და სხვა) ეფექტურად გამოყენებისთვის. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. სასურველია: GPS, ERP, CRM ან ავტოპარკის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ავტომობილების სერვისის, ტექნიკური მომსახურების ან ლოგისტიკური პროცესების საბაზისო ცოდნა; რეპორტინგის და ანალიტიკური ცხრილების მომზადების გამოცდილება. პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა; სიზუსტე; სწრაფი რეაგირება; კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობა; ინფორმაციის დროულად და სწორად გადაცემის უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; სამუშაო ადგილი: თბილისი; ანაზღაურება: განიხილება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად; შერჩეულ კანდიდატს ჩაუტარდება სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული საწყისი ინსტრუქტაჟი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: სისტემის ადმინისტრატორი — Fleet / Technical Management