TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / DevOps / სისტემური ადმინისტრატორი

სისტემური ადმინისტრატორი

Cellfie Mobile Tbilisi, Georgia LinkedIn
Posted Jul 03, 2026 11h ago

Job description

ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად. ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით. ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია: „ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან" სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში. სამუშაოს აღწერილობა სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სისტემური ადმინისტრატორის როლზე. ამ როლში შენ: უზრუნველყოფ სერვისების ინსტალაციას, განახლებასა და ადმინისტრირებას იზრუნებ ინფრასტრუქტურული სერვისების კონფიგურაციასა და ადმინისტრირებაზე მოიკვლევ და მოაგვარებ სისტემურ და ტექნიკურ პრობლემებს განახორციელებ სერვერებისა და სერვისების მონიტორინგს მართავ სათადარიგო ნაწილების საწყობის აღრიცხვას თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს: უმაღლესი განათლება IT მიმართულებით Windows და Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ინფრასტრუქტურული სერვისების ცოდნა ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის კარგი ცოდნა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი დამატებით პლუსად ჩაითვლება: სასერვერო აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 ივლისი, 2026. დამატებითი ინფორმაცია რატომ სელფი ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვაფასებთ: პასუხისმგებლობას (Ownership) საქმის ხახრისხიან შესრულებას პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს. სელფი მობაილში შეგიძლია: დასახო ამბიციური მიზნები თამამად გამოხატო შენი აზრი ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი ისწავლო და ასწავლო სხვებს. ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს: ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც" სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე