---
title: სხვადასხვა
description: სარესტორნო ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი თბილისში, საბურთალოზე ხსნის ახალ კაფე-რესტორანს . ჩვენი მიზანია პროფესიონალი და პასუხისმგებლობიანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის შექმნ
---

# სხვადასხვა

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-26  
**Apply by:** 2026-09-26

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=747972)

## Job description

სარესტორნო ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი თბილისში, საბურთალოზე ხსნის ახალ კაფე-რესტორანს . ჩვენი მიზანია პროფესიონალი და პასუხისმგებლობიანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის შექმნა, სადაც შეიქმნება მეგობრული გარემო. გვაქვს 3 სამზარეულო: იაპონური სამზარეულო; პიცა-ხაჭაპურის სამზარეულო; საკონდიტრო. ვაკანსია ცხადდება შემდეგ პოზიციებზე: 1. შეფ-მზარეული რესტორანი ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლობიან შეფ-მზარეულს, რომელიც უხელმძღვანელებს სამზარეულოს გუნდსა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესს. ძირითადი მოვალეობები: ** სამზარეულოს სრული სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი; ** მზარეულების გუნდის მართვა და სამუშაოს სწორად გადანაწილება; ** კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი; ** ტექნოლოგიური ბარათებისა და რეცეპტურების დაცვა; ** Food Cost-ისა და პროდუქციის დანახარჯების კონტროლი; ** პროდუქციის მიღების, შენახვისა და გამოყენების კონტროლი; ** ნარჩენებისა და დანაკარგების მინიმიზაცია; ** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; ** სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** სამზარეულოს თანამშრომლების სწავლება და პროფესიული განვითარება; ** რესტორნის მენეჯმენტთან ეფექტური თანამშრომლობა. მოთხოვნები: ** შეფ-მზარეულის პოზიციაზე მუშაობის შესაბამისი გამოცდილება; ** სამზარეულოს პროცესების ორგანიზებისა და გუნდის მართვის გამოცდილება; ** ტექნოლოგიური ბარათებისა და Food Cost-ის ცოდნა; ** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ** ლიდერული თვისებები; ** ხარისხზე ორიენტირებულობა; ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას; ** თანამედროვე და პროფესიონალურად აღჭურვილ სამზარეულოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. 2. სუშის მზარეული ძირითადი მოვალეობები: ** სუშის, როლებისა და სხვა იაპონური კერძების მომზადება; ** კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად; ** პროდუქციის ხარისხისა და შენახვის პირობების კონტროლი; ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; ** სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა; ** პროდუქციის სწორად და ეკონომიურად გამოყენება. მოთხოვნები: ** სუშის მზარეულად მუშაობის გამოცდილება; ** სუშისა და როლების მომზადების ტექნოლოგიის კარგი ცოდნა; ** სისწრაფე, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დისციპლინა და პუნქტუალურობა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მოწესრიგებულ და თანამედროვე სამზარეულოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. 3. ცხელი/ცივი კერძების მზარეული მოვალეობები: ** კერძებისა და ნახევარფაბრიკატების მომზადება; ** ტექნოლოგიური ბარათებისა და რეცეპტურების ზუსტად დაცვა; ** კერძების ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა; ** პროდუქციის სწორი შენახვა და გამოყენება; ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა; ** სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა. მოთხოვნები: ** მზარეულად მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული ცოდნა და სამზარეულოს ძირითადი ტექნიკების ფლობა; ** სისწრაფე და ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** გაწეული შრომის შესაბამისს ანაზღაურებას; 4. მცხობელ-კონდიტერი ძირითადი მოვალეობები: ** სხვადასხვა სახის ცომეულის, დესერტებისა და საკონდიტრო ნაწარმის მომზადება; ** ცომის მომზადებისა და ფერმენტაციის პროცესების კონტროლი; ** რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების ზუსტად დაცვა; ** მზა პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტის კონტროლი; ** ნედლეულის სწორად შენახვა და გამოყენება; ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და სანიტარიული ნორმების დაცვა. მოთხოვნები: ** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ცომთან და საკონდიტრო ნაწარმთან მუშაობის კარგი ცოდნა; ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობა; ** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი. 5. პიცაიოლო ძირითადი მოვალეობები: ** პიცის ცომის მომზადება; ** ცომის ფერმენტაციის პროცესის კონტროლი; ** პიცის მომზადება დადგენილი რეცეპტურისა და სტანდარტების შესაბამისად; ** ინგრედიენტების მომზადება და სწორი პორციონირება; ** პიცის გამოცხობის პროცესის კონტროლი; ** პროდუქციის ხარისხისა და შენახვის პირობების დაცვა; ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა. მოთხოვნები: ** პიცაიოლოდ მუშაობის გამოცდილება; ** ცომთან მუშაობისა და ფერმენტაციის პროცესების ცოდნა; ** პროფესიონალურ პიცის ღუმელთან მუშაობის გამოცდილება; ** სისწრაფე და სიზუსტე; ** პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში დეტალებზე გასასაუბრებლად შეგვეხმიანეთ მითითებულ ნომერზე: 574 12 21 55

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
