---
title: სხვადასხვა
description: გზების სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: ** ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი ; ** დამხმარე ბუღალტერი ; ** სამუშაოთა მწარმოებელი ; 1. ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი ად
---

# სხვადასხვა

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-01  
**Apply by:** 2026-11-01

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=757607)

## Job description

გზების სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: ** ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი ; ** დამხმარე ბუღალტერი ; ** სამუშაოთა მწარმოებელი ; 1. ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ანაზღაურება: შეთანხმებით გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიისთვის საინტერესო სახელმწიფო ტენდერების მოძიება და ანალიზი; ** სრული სატენდერო პროცესის მართვა და კოორდინაცია; ** სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, მოთხოვნების შეფასება და წინადადებების წარდგენა მოთხოვნების სრული დაცვით; ** შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, ტენდერისთვის საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით; ** ტენდერების დოკუმენტაციის მართვა; ** სამშენებლო პროექტებისთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენა; ** ფორმა 2-ის მომზადება, საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაციის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა; ** საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით; ** შესაბამისი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება; ** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა; ** სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა; პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი; 2. დამხმარე ბუღალტერი ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ანაზღაურება: შეთანხმებით გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე ძირითადი მოვალეობები: ** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი; ** შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (Rs.ge-ზე) მუშაობა; ** ბუღალტერიასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება; ** უშუალო ხელმძღვანელის (დირექტორის, ბუღალტრის) მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან; ** საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** საბუღალტრო პროგრამის Oris ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა; პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ოპერატიულობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** დროის ეფექტურად მართვის და დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი; 3. სამუშაოთა მწარმოებელი ანაზღაურება: შეთანხმებით გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 1 თვე ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალების ვიზუალური დათვალიერება; ** შესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი; ** სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა; ** შეთანხმებული გეგმის მიხედვით ობიექტზე სამუშაოების დაწყება, დავალებების განაწილება, მუშაობის განრიგის შედგენა და კომუნიკაცია ჩართულ პირებთან; ** სამუშაოების დადგენილი სამშენებლო სტანდარტებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, დაკვირვება და გადახრებზე რეაგირება; ** მასზე მიმაგრებული რესურსების (მანქანა-მექანიზმები, მასალები, მუშა პერსონალი) ეფექტური განაწილება და მართვა; ** პროექტისთვის გამოყოფილი მასალების, შრომითი და სხვა რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა; ** ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ და ხელმძღვანელთან წარდგენა. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით; ** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება საგზაო სფეროში; პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; ** საქმიანობის ორგანიზების, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; ** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; ** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: roadcompany.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
