TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სხვადასხვა

სხვადასხვა

Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Jul 26, 2026

Job description

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიებს: 1. ზეინკალ-ოპერატორი სამუშაოს მიზანი: ტრანსფორმატორებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება. მოთხოვნები კანდიდატისადმი: ** სამუშაოებს ასრულებს როგორც სსე-ში დადგენილ ძირითად სამუშაო დროს, ასევე ცვლაში (ცვლიანობის განრიგით დადგენილ პერიოდში), რომლის დროსაც: ** ახორციელებს ტრანსფორმატორების შეკეთებისათვის საჭირო მოწყობილობების სწორ ტექნიკურ ექსპლუატაციას, უზრუნველყოფს მათ უავარიო მუშაობას და ელექტროდანადგარების გამართულ მუშაობაზე კონტროლს. ** სამუშაოების შესრულებისას მოქმედებს უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის და სახანძრო უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. ** სამუშაოების შესრულების პროცესში სარგებლობს დამცავი მოწყობილობებით და საშუალებებით, ათვალიერებს ყველა დანადგარს. ** აკონტროლებს მოწყობილობების ნორმალურ მუშაობას, იცავს არსებულ წესებს და ინსტრუქციებს. ** ვალდებულია დაიცვას წესრიგი და სისუფთავე, როგორც სამუშაო ტერიტორიაზე, ასევე ტრანსფორმატორების შეკეთებისათვის საჭირო მოწყობილობებში. ** პერიოდულად (საათში ერთხელ) ამოწმებს სარემონტო ტრანსფორმატორის შეკეთებისათვის საკონტროლო და მზომი ხელსაწყოების (წნევისა და ტემპერატურის) ჩვენებებს და დანადგარების გამართულ მუშაობას, აკონტროლებს განათებისა და სამუშაო ტერიტორიის შემოღობვის მდგომარეობას. ** სამუშაოების შესრულების დაწყებამდე (მათ შორის ცვლაში მორიგეობამდე) ვალდებულია მიიღოს დაწვრილებითი ცნობები ტრანსფორმატორების შეკეთებისათვის საჭირო მოწყობილობების მუშაობის სქემაზე, დანადგარების მდგომარეობაზე. ** შესრულებული სამუშაოების შესახებ წარმოებულ ყოველდღიურ სპეციალურ ჟურნალში ამოწმებს მისი წინამორბედის მიერ წარმოებულ ჩანაწერებს. ჩანაწერებში ან სამუშაოების შესრულებისას რაიმე უზუსტობების ან დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში დროულად აწვდის ინფორმაციას ჯგუფის უფროსს/უფროს ინჟინერს და იღებს შესაბამის ზომებს მათ აღმოსაფხვრელად. ** პირადად ათვალიერებს ყველა დანადგარს და ყურადღებას აქცევს შემჩნეულ დეფექტებს (მათ შორის ცვლის მიღებისა და მისი დამთავრებისას). კვალიფიკაცია, გამოცდილება: ** საშუალო განათლება. ** ტრანსფორმატორების შეკეთების გამოცდილება მინიმუმ 1 წელი. ** ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო, რეანიმაციის და მის საქმიანობასთან დაკავშირებული წესების ცოდნა. 2. ზეთის რეგენერაციის ჯგუფის ოპერატორი სამუშაოს მიზანი: სსე-ის ბალანსზე არსებული სატრანსფორმატორო ზეთების დამუშავება და აღდგენა-რეგენერაცია. მოთხოვნები კანდიდატისადმი: ** სამუშაოებს ასრულებს როგორც სსე-ში დადგენილ ძირითად სამუშაო დროს, ასევე ცვლაში (ცვლიანობის განრიგით დადგენილ პერიოდში), რომლის დროსაც ევალება: ** ხელსაწყო-დანადგარების მომზადება და სამუშაო რეჟიმში მოყვანა. ** ზეთის გაწმენდისა და რეგენერაციის პროცესის ოპერატიული მართვა (პროცესის დროს ტემპერატურისა და წნევის რეგულირება და სხვა). ** მიმდინარე ტექნიკური მომსახურების-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. ** კომპეტენციის ფარგლებში ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების, დანადგარების ტექნიკური დახასიათების და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების ცოდნა. ** სატრანსფორმატორო ზეთების სარეგენერაციო და დამამუშავებელი დანადგარების მოხმარებისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციით ხელმძღვანელობა. ** მოწყობილობების ექსპლუატაციის, ტექნიკური უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების და ნორმების დაცვა. ** დანადგარის მუშაობის პროცესში (აღნიშნავს ყველა შეფერხებას და ხარვეზს რომელიც გამოვლინდა დანადგარის მუშაობისას) ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება. კვალიფიკაცია, გამოცდილება: ** საშუალო განათლება. ** სატრანსფორმატორო ზეთების დამამუშავებელ და სარეგენერაციო დანადგარებზე მუშაობის გამოცდილება. ** მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება ელექტრენერგეტიკის სფეროში. 3. ტრანსფორმატორების რემონტების ჯგუფის ოპერატორი სამუშაოს მიზანი: ტრანსფორმატორებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება. მოთხოვნები კანდიდატისადმი: ** სამუშაოებს ასრულებს როგორც სსე-ში დადგენილ ძირითად სამუშაო დროს, ასევე ცვლაში (ცვლიანობის განრიგით დადგენილ პერიოდში), რომლის დროსაც: ** ახორციელებს ტრანსფორმატორების შეკეთებისათვის საჭირო მოწყობილობების სწორ ტექნიკურ ექსპლუატაციას, უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის და სახანძრო უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. ** სამუშაოების შესრულების პროცესში სარგებლობს დამცავი მოწყობილობებით და საშუალებით. ** პერიოდულად (საათში ერთხელ) ამოწმებს სარემონტო ტრანსფორმატორის შეკეთებისათვის გამოყენებული საკონტროლო და მზომი ხელსაწყოების (წნევისა და ტემპერატურის) ჩვენებებს. კვალიფიკაცია, გამოცდილება: ** საშუალო განათლება. ** ტრანსფორმატორების შეკეთების გამოცდილება მინიმუმ 1 წელი. ** ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო, რეანიმაციის და მის საქმიანობასთან დაკავშირებული წესების ცოდნა. 4. ბეტონის ჩამომსხმელი ჯგუფის ოპერატორი სამუშაოს მიზანი: რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამზადება. მოთხოვნები კანდიდატისადმი: ** მონაწილეობას იღებს გეგმის შესაბამისად ობიექტზე სამუშაოების: რკინა-ბეტონის კონსტრუქციისათვის ბეტონის მომზადებასა ან/და მოწოდებული ბეტონის ყალიბებში ჩასხმაში და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამზადებისთვის სხვა საჭირო სამუშაოების შესრულებაში. ** პასუხისმგებელია მანქანა-მექანიზმების სწორ გამოყენებაზე. ** პასუხისმგებელია სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე. კვალიფიკაცია, გამოცდილება: ** საშუალო განათლება. ** ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო, რეანიმაციის და მის საქმიანობასთან დაკავშირებული წესების ცოდნა. 5. არმატურის მოწყობის ჯგუფის ოპერატორი სამუშაოს მიზანი: რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამზადება. მოთხოვნები კანდიდატისადმი: ** მონაწილეობას იღებს გეგმის შესაბამისად ობიექტზე სამუშაოების: რკინა-ბეტონის კონსტრუქციისათვის ბეტონის მომზადებასა ან/და მოწოდებული ბეტონის ყალიბებში ჩასხმაში და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამზადებისთვის სხვა საჭირო სამუშაოების შესრულებაში. ** პასუხისმგებელია მანქანა-მექანიზმების სწორ გამოყენებაზე. ** პასუხისმგებელია სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე. კვალიფიკაცია, გამოცდილება: ** საშუალო განათლება. ** ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო, რეანიმაციის და მის საქმიანობასთან დაკავშირებული წესების ცოდნა. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი საკონკურსო პირობები: გასაუბრება დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2026 წლის 26 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]