სხვადასხვა
Job description
შემოუერთდით ჩვენს გუნდს! ჩვენი ესთეტიკური კლინიკა ვაკეში გაფართოების ეტაპზეა და ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და პროფესიონალ თანამშრომლებს. თუ გსურთ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით. 1) დიასახლისი ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს კლინიკის სისუფთავესა და მოწესრიგებულ გარემოზე. მოვალეობები: ** კლინიკის სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება; ** სამუშაო გარემოს სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** საერთო სივრცეების მუდმივი მოწესრიგება. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება ** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 ** ანაზღაურება: შეთანხმებით 2) ესთეტიკური გინეკოლოგი ვეძებთ კვალიფიციურ და გამოცდილ ესთეტიკურ გინეკოლოგს, რომელიც პროფესიონალურად მოემსახურება პაციენტებს და იზრუნებს მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე. მოთხოვნები: ** შესაბამისი სამედიცინო განათლება და ლიცენზია; ** ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული ეთიკისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის მაღალი სტანდარტი. სამუშაო პირობები: ** კვირაში 4 სამუშაო დღე ** სამუშაო საათები: 10:00 - 20:00 ** ანაზღაურება: შეთანხმებით 3) კოსმეტოლოგი გსურთ გახდეთ თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული ესთეტიკური კლინიკის გუნდის წევრი? ჩვენ ვეძებთ პროფესიონალ, მოტივირებულ და პაციენტზე ორიენტირებულ კოსმეტოლოგს, რომელიც იზიარებს მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს და მზად არის იმუშაოს კომფორტულ, თანამედროვე და პროფესიულ გარემოში. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტებისთვის პროფესიონალური კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევა; ** ინდივიდუალური კონსულტაციის ჩატარება და მკურნალობის/მოვლის გეგმის შედგენა; ** აპარატურული და ესთეტიკური პროცედურების შესრულება პროფესიული სტანდარტების დაცვით; ** პაციენტის მდგომარეობის შეფასება და შედეგების მონიტორინგი; ** სამუშაო სივრცისა და გამოყენებული ინვენტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** პაციენტებთან მაღალი ხარისხის კომუნიკაციის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული ან უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით; ** კოსმეტოლოგად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** თანამედროვე ესთეტიკური პროცედურებისა და პროფესიული პროტოკოლების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პროფესიული ეთიკის დაცვა; ** კომუნიკაბელურობა, პოზიტიური დამოკიდებულება და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა; ** მუდმივი პროფესიული განვითარების სურვილი. ჩვენ გთავაზობთ: ** თანამედროვე, კომფორტულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; ** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ და მოტივაციის შესაბამის ანაზღაურებას. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: შეთანხმებით ** სამუშაო საათები: შეთანხმებით ** ანაზღაურება: შეთანხმებით 4) ადმინისტრატორი (Sales-ის გამოცდილებით) ვეძებთ კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ ადმინისტრატორს, რომელსაც აქვს გაყიდვების გამოცდილება და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა. მოვალეობები: ** პაციენტების მიღება და კონსულტაცია; ** სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია; ** ვიზიტების დაგეგმვა და მართვა; ** მომსახურებების ეფექტური შეთავაზება და გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა; ** დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვა. მოთხოვნები: ** ადმინისტრატორის ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. გრაფიკი: 2 დღე სამუშაო 2 დასვენების 5) სოციალური მედიის მენეჯერი (Social Media Manager) თუ ხარ კრეატიული, გიყვარს სოციალური მედია, იცი როგორ შექმნა საინტერესო კონტენტი და მართო ბრენდის ონლაინ კომუნიკაცია, ეს პოზიცია შენთვისაა. მოვალეობები: ** Facebook, Instagram, TikTok და სხვა სოციალური პლატფორმების მართვა; ** კონტენტ-გეგმის შედგენა და განხორციელება; ** ფოტო-ვიდეო გადაღებების ორგანიზება და კოორდინაცია; ** ტექსტების (ქოფირაითინგი) მომზადება; ** რეკლამების დაგეგმვაში მონაწილეობა; ** აუდიტორიასთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი. მოთხოვნები: ** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება; ** კრეატიული აზროვნება და თანამედროვე ტრენდების ცოდნა; ** Canva-ს ან მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: შეთანხმებით ** ანაზღაურება: შეთანხმებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV: [email protected] გახდი ჩვენი პროფესიონალური გუნდის წევრი და განვითარდი თანამედროვე ესთეტიკურ კლინიკაში!