TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი

სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი

Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

"თურქეთის მაარიფის ფონდს" 57 ქვეყანაში გახსნილი აქვს 583 საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს. ფონდის პატრონაჟის ქვეშ მოქმედი " ინტერნაციონალური მაარიფის სკოლა " ლისის ტბის მიმდებარედ, ახალ შენობაში, ახალი პროგრამებით აგრძელებს ფუნქციონირებას. სკოლაში განთავსებულია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საკლასო ოთახები, ინოვატორული იდეების დასანერგი კომპიუტერული პროგრამებისა და რობოტიკის ოთახები, ხელოვნების კაბინეტები და სტემის ლაბორატორიები. სწავლება მიმდინარეობს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. ჩვენი სკოლა, როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული საკუთარი პროგრამით, ასევე კემბრიჯის პროგრამით განაგრძობს მუშაობას. ჩვენთან დასაქმებულ პედაგოგებს უტარდებათ "კემბრიჯის PD (მასწავლებელთა პერსონალური განვითარების)" და IM (ინტერნაციონალირი მაარიფის) მასწავლებელთა საერთაშორისო ტრენინგები, რომლის საფასურსაც სკოლა გადაიხდის. სკოლა ვაკანსიას აცხადებს შემდეგ პოზიციაზე: სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი . საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. განათლება ** უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდის, განათლების, პედაგოგიკის ან მონათესავე მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი ან უფრო მაღალი). ** დამატებითი სერტიფიკატები სკოლამდელი განათლების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად. 2. სამუშაო გამოცდილება ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. ** საერთაშორისო პროგრამით (IB PYP, Cambridge Early Years, British EYFS ან მსგავსი) მუშაობის გამოცდილება სასურველია. 3. ენის ცოდნა ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სასურველია B2-C1 დონე). ** სწავლების ინგლისურ ენაზე წარმართვის უნარი. ** ქართული ენის ცოდნა აუცილებელია. სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 4. პროფესიული უნარები ** ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური განვითარების ცოდნა. ** თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და აქტიური სწავლების სტრატეგიების გამოყენების უნარი. ** სასწავლო გარემოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. ** ბავშვების პროგრესის შეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტირების მომზადების გამოცდილება. ** მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. 5. ციფრული უნარები ** Microsoft Office-ის (Word, Excel, PowerPoint) საბაზისო ცოდნა. ** Google Workspace-ის (Docs, Sheets, Classroom) ან სხვა საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენების უნარი. ** ინტერაქტიული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. 6. პიროვნული თვისებები ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** ბავშვებისადმი კეთილგანწყობილი და მზრუნველი დამოკიდებულება. ** გუნდური მუშაობის უნარი. ** კრეატიულობა და ინიციატივიანობა. ** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი. ** პროფესიული განვითარებისადმი მუდმივი მზაობა. 7. სასურველი დამატებითი კვალიფიკაცია ** IB PYP, Cambridge Early Years ან EYFS ტრენინგების გავლა. ** პირველადი დახმარების (First Aid) სერტიფიკატი. ** Child Protection/Safeguarding-ის ტრენინგი. ** პოზიტიური დისციპლინისა და ინკლუზიური განათლების ცოდნა. საჭირო დოკუმენტაცია: 1. დიპლომის ასლი; 2. რეზიუმე ფოტოთი (CV როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად); 3. პროფესიული სერტიფიკატი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); სხვა საკითხები: 1. განაცხადი იგზავნება ელექტრონული ფოსტის მისამართზე; 2. კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს ან სრულად არ აქვთ წარდგენილი საჭირო დოკუმენტაცია, ვერ მიიღებენ უფლებას, გადავიდნენე კონკურსის შემდეგ ეტაპზე. 3. შერჩეული კანდიდატების გამოძახება და მათთვის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ელექტრონული ფოსტით ან SMS-ით, შესაბამისად, კანდიდატის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი სწორად უნდა იყოს მითითებული. სკოლა არ იქნება პასუხისმგებელი არასწორ ინფორმაციაზე. შენიშვნა: კონკურსი იყოფა ოთხ ეტაპად: ** I ეტაპი - CV-ის გადარჩევა ** II ეტაპი - წინასწარი შეფასების კითხვარის შევსება ** III ეტაპი - სიმულაციური გაკვეთილის ჩატარება ** IV ეტაპი - გასაუბრება ქვემოთ მითითებული კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლობის კანდიდატებმა, 08.07.2026-დან 07.08.2026 წლამდე , განაცხადი უნდა ატვირთოთ დეტალური CV-ითა და შესაბამისი დოკუმენტაციით ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]