TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სკოლამდელი აღზრდის / პრე-სქულის პედაგოგი

სკოლამდელი აღზრდის / პრე-სქულის პედაგოგი

თბილისის საერთაშორისო სკოლა თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

თბილისის საერთაშორისო სკოლა აცხადებს ვაკანსიას: სკოლამდელი აღზრდის (პრე-სქული) პედაგოგი ჩვენს შესახებ: თბილისის საერთაშორისო სკოლა არის პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლებაზე. ჩვენი პრე-სქული ორიენტირებულია 5-6 წლის ბავშვების სოციალურ, ემოციურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებაზე. ჩვენი Preschool-ის მიმართულება მუდმივად ფართოვდება და ვითარდება. ამ სასიამოვნო ზრდასთან ერთად, ჩვენი გუნდის გაძლიერებაც დღის წესრიგში დადგა. ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და ენერგიულ პედაგოგს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და დაგვეხმარება ბავშვებისთვის საუკეთესო საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნაში. მოვალეობები: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა. ბავშვების სოციალიზაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობა. თამაშზე დაფუძნებული სწავლების ინტეგრირება. უსაფრთხოებასა და მზრუნველ გარემოზე ზრუნვა. მშობლებთან მჭიდრო კომუნიკაცია. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით. მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის. სწავლების თანამედროვე მიდგომების ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას დინამიურ, საერთაშორისო გარემოში. მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო კოლექტივს. კონკურენტუნარიან ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით. სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და სხვა ოფიციალური უქმე დღეები. ლოკაცია: თბილისი,დიდი დიღომი,ზურგოვანი,თავისუფლების ქუჩა 10 დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.07.2026 შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.