TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი

სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი

HH Recruitment თბილისი ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Jul 17, 2026

Job description

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი კერძო სკოლისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

ზრუნავს სკოლის დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამაში თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკისა და მიღწევების დანერგვაზე. კოორდინაციას უწევს დაწყებითი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პროცესს. ფასილიტაციას უწევს დაწყებითი საფეხურის
მასწავლებლების საერთო შეხვედრებს და ხელს უწყობს გუნდში თანამშრომლობითი კულტურის
ჩამოყალიბებას. ხელს უწყობს დაწყებითი საფეხურის კათედრის
ეფექტურ ფუნქციონირებასა და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას. ესწრება საგაკვეთილო პროცესს, სკოლის ფსიქოლოგთან
ერთად სწავლობს სასწავლო გარემოს, მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესებს და აძლევს
უკუკავშირს შესაბამისი კლასის დამრიგებელს/მასწავლებლებს. მონაწილეობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა
განრიგისა და სასკოლო ცხრილის შედგენის პროცესში. ზედამხედველობას უწევს მოსწავლეთა პირადი
საქმეების სათანადოდ წარმოებას და საჭიროების შემთხვევაში კლასის დამრიგებლებს აძლევს
შესაბამის მითითებებს. ჩართულია დაწყებითი საფეხურის პროგრამის
მასწავლებლების აყვანისა და სამუშაო გარემოში ადაპტაციის პროცესში. ჩართულია სკოლის მოსწავლეების მიღების, სასწავლო
პროცესსა და სასკოლო გარემოში ადაპტაციის პროცესში. მონაწილეობს მოსწავლეთა მშობლებთან დაგეგმილ
ინდივიდუალურ და საერთო შეხვედრებში. ხელს უწყობს კათედრის წევრებს შორის პროფესიული
გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. არაფორმალური განათლების მიმართულებით ხელს
უწყობს სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

ძირითადი მოთხოვნები :

უმაღლესი განათლება (განათლების
მიმართულება ან ესგ-ის შესაბამისი საგანი / საგნობრივი
ჯგუფი) კანონმდებლობით დადასტურებული
პროფესიული კომპეტენცია 2-3 წლიანი გამოცდილება
დაწყებითი საფეხურის პროგრამის/კათედრის ხელმძღვანელის პოზიციაზე ან მინ. 5
წლიანი გამოცდილება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პოზიციაზე პრიორიტეტულია კერძო სკოლაში
მუშაობის გამოცდილება MS Office

დაინტერესების შემთხვევაში,
გთხოვთ, გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურება“ ღილაკის საშუალებით.