TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სკოლის ფსიქოლოგი

სკოლის ფსიქოლოგი

თბილისის საერთაშორისო სკოლა თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

შპს თბილისის საერთაშორისო სკოლა (Tbilisi International School) აცხდებს ვაკანსიას სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი,ზურგოვანი,თავისუფლების ქუჩა 10 სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი 09:-17:00 დასვენების დღეები:შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები. ძირითადი მოვალეობები: მოსწავლეთა მხარდაჭერა და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა: ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის, სწავლისა და ქცევის შემოწმება/შეფასება აკადემიური, სოციალური და ემოციური წარმატების ხელშესაწყობად; მოზარდთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, სასწავლო მოტივაციის ამაღლების, თანატოლთა შორის თვითდამკვიდრებისა და სკოლასთან ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა; ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება მოსწავლეებისათვის პოზიტიური ქცევის გაუმჯობესების მიზნით (ბრაზის მართვა, პრობლემის აღიარება, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა); ქცევაში დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა და შესაბამისი ფსიქოლოგიური რეკომენდაციების გაცემა. კვლევა, ანალიზი და აკადემიური მხარდაჭერა: მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დაბალი მოსწრების მიზეზების გარკვევა და სათანადო ჩარევის სქემის დაგეგმვა; პედაგოგიური ფსიქოლოგიის თეორიის, განათლების პოლიტიკის საკითხებისა და სკოლის კულტურის სისტემური ანალიზის საფუძველზე სწავლის სირთულეების კვლევა; ფსიქოლოგიური კვლევების წარმოება სასკოლო ფსიქოლოგიური კლიმატისა და მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებების შესასწავლად. ინკლუზიური განათლება და მრავალფეროვნება: განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა; კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შედგენაში; ინსტრუქციების შემუშავება სასწავლო პროცესის მრავალფეროვან ჯგუფებზე მოსარგებად. თანამშრომლობა და სასკოლო კლიმატი: მჭიდრო და ძლიერი კავშირის ჩამოყალიბება ოჯახსა და სკოლას (ადმინისტრაცია, მასწავლებლები, სხვა პროფესიონალები) შორის; მშობლების ინფორმირება შვილების სწავლებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებზე, მათგან უკუკავშირის მიღება და ერთობლივი სტრატეგიების დაგეგმვა; მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ხელშეწყობა საჭირო უნარების განსავითარებლად; დაცული, პოზიტიური სასკოლო კლიმატის შექმნაში მონაწილეობა, ბულინგისა და ძალადობის სხვა ფორმების პრევენციის უზრუნველყოფა. ადმინისტრაციული ფუნქციები და ანგარიშგება: სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა უფლებამოსილების ფარგლებში წლიური სამუშაო გეგმის შემუშავება; სასწავლო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა სკოლის დირექტორისთვის; სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (უპირატესობად ჩაითვლება მაგისტრის ხარისხი ბავშვთა, სასკოლო ან განათლების ფსიქოლოგიაში); სასკოლო გარემოში ან ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება; ინკლუზიური განათლების პრინციპებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შემუშავების პროცესის ცოდნა; საერთაშორისო სასკოლო გარემოს გათვალისწინებით, სასურველია ინგლისური ენის ფლობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კრიზისული სიტუაციების მართვის, ემპათიისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას თანამედროვე, საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში; მხარდამჭერ და გუნდურ ორგანიზაციულ კულტურას; კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით). დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სკოლის ფსიქოლოგი“. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.07.2026 შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.