---
title: სკოლის ფსიქოლოგი at თბილისის არქიმედეს სკოლა
description: შპს " თბილისის არქიმედეს სკოლა " აცხადებს ვაკანსიას სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე. ვეძებთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, რომელიც შეუერთდება ჩვენი სკოლის გუნდს და აქტიურად ჩაერთვება მოსწავლეების ფსიქოლოგ
---

# სკოლის ფსიქოლოგი

**Company:** თბილისის არქიმედეს სკოლა  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-30  
**Apply by:** 2026-10-30

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=757070)

## Job description

შპს " თბილისის არქიმედეს სკოლა " აცხადებს ვაკანსიას სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე. ვეძებთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, რომელიც შეუერთდება ჩვენი სკოლის გუნდს და აქტიურად ჩაერთვება მოსწავლეების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, ემოციური მხარდაჭერისა და ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნის პროცესში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით; ** ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში, განსაკუთრებით სკოლაში, მუშაობის გამოცდილება; ** მოსწავლეებთან ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის გამოცდილება; ** ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების ცოდნა; ** ემოციურ, ქცევით და სოციალურ სირთულეებთან მუშაობის გამოცდილება; ** მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. ძირითადი მოვალეობები: ** მოსწავლეების ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაკვირვება და საჭიროებების იდენტიფიცირება; ** მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწევა; ** საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფური შეხვედრებისა და ფსიქო-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** მოსწავლეების ემოციური, სოციალური და ქცევითი სირთულეების შეფასება და შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვა; ** მოსწავლეებთან დაკავშირებული რთული შემთხვევების მართვაში ჩართულობა; ** მასწავლებლებისთვის კონსულტაციის გაწევა მოსწავლეებთან ურთიერთობისა და კონკრეტული შემთხვევების მართვის საკითხებზე; ** მშობლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი კონსულტირება; ** მოსწავლეების ადაპტაციის პროცესის მხარდაჭერა; ** ბულინგის, კონფლიქტებისა და სხვა სოციალური/ემოციური გამოწვევების პრევენციასა და მართვაში მონაწილეობა; ** საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა; ** მოსწავლეების ინტერესებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** სკოლის ადმინისტრაციასთან და პედაგოგიურ გუნდთან თანამშრომლობა უსაფრთხო, მხარდამჭერი და პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც აქვს სკოლაში მუშაობის რეალური გამოცდილება და კარგად ესმის სასკოლო გარემოს სპეციფიკა, მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებები და ბავშვებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr.archimede@gmail.com

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"სკოლის ფსიქოლოგი","description":"<p>შპს \" თბილისის არქიმედეს სკოლა \" აცხადებს ვაკანსიას სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე. ვეძებთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, რომელიც შეუერთდება ჩვენი სკოლის გუნდს და აქტიურად ჩაერთვება მოსწავლეების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, ემოციური მხარდაჭერისა და ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნის პროცესში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით; ** ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში, განსაკუთრებით სკოლაში, მუშაობის გამოცდილება; ** მოსწავლეებთან ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის გამოცდილება; ** ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების ცოდნა; ** ემოციურ, ქცევით და სოციალურ სირთულეებთან მუშაობის გამოცდილება; ** მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. ძირითადი მოვალეობები: ** მოსწავლეების ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაკვირვება და საჭიროებების იდენტიფიცირება; ** მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწევა; ** საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფური შეხვედრებისა და ფსიქო-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** მოსწავლეების ემოციური, სოციალური და ქცევითი სირთულეების შეფასება და შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვა; ** მოსწავლეებთან დაკავშირებული რთული შემთხვევების მართვაში ჩართულობა; ** მასწავლებლებისთვის კონსულტაციის გაწევა მოსწავლეებთან ურთიერთობისა და კონკრეტული შემთხვევების მართვის საკითხებზე; ** მშობლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი კონსულტირება; ** მოსწავლეების ადაპტაციის პროცესის მხარდაჭერა; ** ბულინგის, კონფლიქტებისა და სხვა სოციალური/ემოციური გამოწვევების პრევენციასა და მართვაში მონაწილეობა; ** საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა; ** მოსწავლეების ინტერესებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** სკოლის ადმინისტრაციასთან და პედაგოგიურ გუნდთან თანამშრომლობა უსაფრთხო, მხარდამჭერი და პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც აქვს სკოლაში მუშაობის რეალური გამოცდილება და კარგად ესმის სასკოლო გარემოს სპეციფიკა, მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებები და ბავშვებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr.archimede@gmail.com</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"757070"},"url":"https://techgeo.ge/job/skolis-psikologi-efb4247","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"თბილისის არქიმედეს სკოლა"},"directApply":false,"datePosted":"2026-09-30","validThrough":"2026-10-30T23:59:59+04:00"}
```
