TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / SME საკრედიტო ანალიტიკოსი - ბათუმი

SME საკრედიტო ანალიტიკოსი - ბათუმი

TBC Georgia
Posted Jul 23, 2026 19h ago

Job description

ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერილობა SME კლიენტების საკრედიტო განაცხადების ფინანსური და ბიზნეს ანალიზის განხორციელება, საკრედიტო რისკების შეფასება და საკრედიტო გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი ანალიტიკური დასკვნის მომზადება. პოზიცია უზრუნველყოფს ბანკირების მხარდაჭერას, საკრედიტო პროექტების ხარისხიან დამუშავებას, საკრედიტო კომიტეტის პროცესში მონაწილეობას და საკრედიტო პორტფელის ხარისხის შენარჩუნებას ბანკის შიდა პოლიტიკებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად. ძირითადი მოვალეობები SME კლიენტების ფინანსური ანგარიშგებების, ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის ანალიზი; კლიენტის ბიზნეს მოდელის, საქმიანობის სექტორის, ფულადი ნაკადებისა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შეფასება; ფინანსური, ბიზნესისა და საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება; უზრუნველყოფის (Collateral) ანალიზი, მისი საკმარისობის შეფასება და საკრედიტო რისკებთან შესაბამისობის განსაზღვრა; საკრედიტო პროექტების მომზადება, შესაბამისი ანალიტიკური დასკვნის ფორმირება და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა; ბანკირებთან და კლიენტებთან შეხვედრებში მონაწილეობა, ფინანსური საკითხების განხილვა და პროფესიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა; არსებული საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი, ადრეული რისკების (Early Warning) იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვადაგადაცილებული სესხების ანალიზი და ბანკირთან თანამშრომლობით რეაგირების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; სესხების რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების პროცესში ფინანსური და საკრედიტო ანალიზის განხორციელება; ბანკის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა საკრედიტო პროცესის ყველა ეტაპზე; SME მიმართულების გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა საკრედიტო გადაწყვეტილებების ხარისხისა და პროცესების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. კვალიფიკაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ფინანსურ, საბანკო, მიკროსაფინანსო, აუდიტორულ ან სხვა შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ფინანსური ანგარიშგებების, ფინანსური ანალიზისა და საკრედიტო შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა; ფინანსური, ბიზნესისა და საკრედიტო რისკების შეფასების გამოცდილება; Microsoft Excel-ის ეფექტიანად გამოყენების უნარი; CRM სისტემებთან და საბანკო შიდა სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. აუცილებელი ცოდნა ფინანსური ანგარიშგებების ანალიზის პრინციპები; ფინანსური კოეფიციენტებისა და ფულადი ნაკადების ანალიზის მეთოდები; საკრედიტო რისკების შეფასებისა და მართვის პრინციპები; უზრუნველყოფის (Collateral) შეფასების ძირითადი პრინციპები; საკრედიტო პორტფელის მონიტორინგისა და პრობლემური სესხების მართვის საფუძვლები. აუცილებელი უნარები და კომპეტენციები ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე; გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი; დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვის უნარი; მრავალდავალებიან გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი; შედეგსა და ხარისხზე ორიენტირებულობა; AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.