TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / SMM მენეჯერი და Performance Marketing-ის სპეციალისტი

SMM მენეჯერი და Performance Marketing-ის სპეციალისტი

de Medici Consulting Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 13, 2026

Job description

"de Medici Consulting" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულ მომსახურებას ერთ სივრცეში. ჩვენი სერვისები მოიცავს ბუღალტერიას, ფინანსურ კონსალტინგს, HR-ს, მარკეტინგს, PR-ს, ბრენდინგსა და ბიზნეს კონსალტინგს. "de Medici Consulting" ეძებს SMM Manager & Performance Marketing Specialist -ს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიისა და კლიენტების სოციალური მედიის მართვაზე, ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის დაგეგმვასა და Meta/Google Ads კამპანიების ეფექტურ მართვაზე. მდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 2 320 ლარიდან + მაღალი კვარტალური ბონუსების სისტემა KPI-ს შედეგების მიხედვით ძირითადი მოვალეობები ** კომპანიისა და მისი კლიენტების სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ** კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა და შესრულების კოორდინაცია; ** Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok და სხვა სოციალური პლატფორმების მართვა; ** Meta Ads, Google Ads და სხვა ფასიანი სარეკლამო კამპანიების შექმნა, მართვა, ტესტირება და ოპტიმიზაცია; ** ლიდების გენერირების კამპანიების დაგეგმვა და შედეგების გაუმჯობესება; ** Meta Pixel-ის, Google Analytics 4-ის, Google Tag Manager-ისა და Conversion Tracking-ის გამართვა და გამოყენება; ** კამპანიების ეფექტურობის ანალიზი, KPI-ების მონიტორინგი და რეგულარული ანგარიშების მომზადება; ** რეკლამის ბიუჯეტების დაგეგმვა და ეფექტური მართვა; ** სოციალური მედიის შედეგების ანალიზი და ზრდაზე ორიენტირებული რეკომენდაციების მომზადება; ** კლიენტებთან კომუნიკაცია და მარკეტინგული აქტივობების კოორდინაცია; ** Content Creator-თან მჭიდრო თანამშრომლობა კონტენტის დაგეგმვისა და გამოქვეყნების პროცესში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა; ** Google Ads-ის პრაქტიკული გამოცდილება; ** Google Analytics 4-ის ცოდნა; ** Google Tag Manager-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** Performance Marketing-ის გამოცდილება; ** სოციალური მედიის პლატფორმების ალგორითმების ცოდნა; ** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ ** 2 320 ₾ (Net) ფიქსირებულ ანაზღაურებას; ** მაღალ კვარტალურ ბონუსების სისტემას KPI-ს შედეგების მიხედვით; ** მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას სხვადასხვა ინდუსტრიაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** პროფესიულ თავისუფლებასა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას; ** თანამედროვე და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** სწრაფ კარიერულ ზრდას კომპანიის გაფართოებასთან ერთად. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, პორტფოლიო ან შესრულებული პროექტების მაგალითები ელ. ფოსტაზე: [email protected] , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "SMM Manager & Performance Marketing Specialist". გისურვებთ წარმატებას!