TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Social Media Manager

Social Media Manager

Premier Group Georgia Tbilisi, Georgia
Posted Jul 17, 2026 9h ago

Job description

საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ესთეტიკური მედიცინის წამყვანი აპარატების მიმართულებით ოპერირებს, ეძებს სოციალური მედიისა და კონტენტის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ციფრულ კომუნიკაციაზე, კონტენტის შექმნასა და სოციალური მედიის განვითარებაზე. თუ გიყვარს ესთეტიკის სფერო, ხარ კრეატიული, ინტერესდები თანამედროვე ციფრული მარკეტინგით და გსურს საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობა, ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა. ძირითადი მოვალეობები: •⁠ ⁠Instagram, Facebook და LinkedIn პლატფორმების მართვა და ადმინისტრირება. •⁠ ⁠კონტენტ სტრატეგიისა და კონტენტ კალენდრის დაგეგმვა. •⁠ ⁠Reels, Stories, პოსტებისა და სხვა კრეატიული ფორმატების იდეების შემუშავება, გადაღება და მონტაჟი. •⁠ ⁠პარტნიორ კლინიკებსა და ექიმებთან ვიზიტი, ადგილზე ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა. •⁠ ⁠Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების გაშვება, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია. •⁠ ⁠სოციალურ ქსელებში მიღებულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული და პროფესიონალური კომუნიკაცია, ლიდების პირველადი დამუშავება და შესაბამის გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება. •⁠ ⁠კომპანიის ღონისძიებებსა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების, შეთავაზებებისა და სხვა მარკეტინგული მასალების (PowerPoint, Canva) მომზადება. •⁠ ⁠საერთაშორისო პარტნიორების მასალების თარგმნა, ადაპტირება და ქართულ ბაზარზე მორგება. •⁠ ⁠კონკურენტების აქტივობის მონიტორინგი, სოციალური მედიის შედეგების ანალიზი და ყოველკვირეული, ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: •⁠ ⁠მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 - 2 წლიანი გამოცდილება. •⁠ ⁠Meta Ads Manager-ის პრაქტიკული გამოცდილება. •⁠ ⁠სმარტფონით პროფესიონალური ვიდეო გადაღებისა და CapCut, VN ან მსგავსი პროგრამებით მონტაჟის ცოდნა. •⁠ ⁠Canva-ში მუშაობის გამოცდილება. •⁠ ⁠Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა. •⁠ ⁠ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა. (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) •⁠ ⁠პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კრეატიული აზროვნება, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ლოკაცია: თბილისი, მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს რას გთავაზობთ: •⁠ ⁠მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. •⁠ ⁠საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას. •⁠ ⁠პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. •⁠ ⁠გარემოს, სადაც თქვენი იდეები და ინიციატივები ნამდვილად ფასდება. ✉️თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე : [email protected] m