TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სოც.მედია / კონტენტ კრეატორი

სოც.მედია / კონტენტ კრეატორი

Hill City Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

"Hill City Real Estate" აცხადებს ვაკანსიას სოც.მედია / კონტენტ კრეატორის პოზიციაზე. Hill City Real Estate სწრაფად მზარდი უძრავი ქონების კომპანიაა, რომლის კონტენტი ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აღწევს სოციალურ ქსელებში. ვეძებთ გამოცდილ, კრეატიულ და პასუხისმგებლობიან სოც.მედია მენეჯერს / კონტენტ კრეატორს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგულ პროცესებში, შექმნის შედეგზე ორიენტირებულ კონტენტს და უზრუნველყოფს ორი კომპანიის სოციალური მედიის სრულფასოვან მართვას. შენ გეძებთ თუ: ** გაქვს კონტენტის და სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ** წარმატებით გიმუშავია Facebook, Instagram, TikTok და YouTube-ზე ** შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო კონტენტ სტრატეგია და მისი განხორციელება ** გაქვს ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება ** კარგად ფლობ Canva-ს, CapCut-სა და Adobe Premiere Pro-ს ** ინგლისურ ენას ფლობ მაღალ დონეზე (სავალდებულოა) ** ხარ კრეატიული, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული რას გააკეთებ ჩვენთან: ** გადაიღებ და დაამონტაჟებ Reels, TikTok და Shorts ფორმატის ვიდეოებს ** მართავ ორი კომპანიის Facebook, Instagram, TikTok და სხვა სოციალური მედიის გვერდებს ** დაგეგმავ კონტენტ კალენდარს და იზრუნებ გვერდების ყოველდღიურ აქტიურობაზე ** შექმნი პოსტებს, ვიდეოებს, სთორებსა და სარეკლამო კონტენტს ** დაგეგმავ და განახორციელებ მარკეტინგულ კამპანიებს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის ** იმუშავებ აგენტებისა და კომპანიის პერსონალური ბრენდინგის განვითარებაზე ** გააანალიზებ შედეგებს და მუდმივად იზრუნებ კონტენტის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე რას მიიღებ ჩვენგან: ** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად ** ორი განსხვავებული ბრენდის მარკეტინგის მართვის გამოცდილებას ** კრეატიულ თავისუფლებას იდეების განხორციელებაში ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** მეგობრულ, თანამედროვე და სწრაფად მზარდ გარემოს სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 800 - 1500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით) სამუშაო საათები: 11:00 - 19:00 სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი ლოკაცია: თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე: ** CV ** პორტფოლიო ან შენ მიერ შექმნილი კონტენტის ნიმუშები. გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება: [email protected]