TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სოც. მედია მარკეტერი

სოც. მედია მარკეტერი

steps batumi hotel and suites Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 21, 2026

Job description

" Steps Batumi Hotel & Suites "-ის აპარტ-სასტუმრო ბათუმში, რომელიც "Ppremium Ggroup"-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმრები უზრუნველყოს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილებით. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ტერასას, რესტორანსა და ბარს. "STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას სოც. მედია მარკეტერის პოზიციაზე. სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, გრ. ლორთქიფანიძის ქ. 2ბ გრაფიკი: 8-საათიანი, 5/2 ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა თუ გიყვართ კრეატიული კომუნიკაცია, იცით როგორ შექმნათ საინტერესო კონტენტი ხოლო სოციალური მედიის საშუალებით ბრენდის განვითარება თქვენთვის საინტერესო გამოწვევაა, გელოდებით ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები: ** სოციალური მედიის გვერდების (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა) მართვა; ** კონტენტ-გეგმის შემუშავება და განხორციელება; ** ფოტო, ვიდეო და ტექსტური კონტენტის შექმნა/ორგანიზება; ** რეკლამების დაგეგმვა, მართვა და შედეგების ანალიზი; ** აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაცია და შეტყობინებებზე პასუხი; ** მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობა და ახალი იდეების ინიციირება; ** სოციალური მედიის მაჩვენებლების ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება (სასტუმრო ან ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** Meta Business Suite-ისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა; ** Canva-ს ან მსგავსი დიზაინის პროგრამების ცოდნა; ** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა; ** კრეატიულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. გისურვებთ წარმატებებს!