TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სოციალური მედია მენეჯერი

სოციალური მედია მენეჯერი

Auto Home Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

ვაცხადებთ ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე სადილერო კომპანია " Auto home "-სთვის, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის გამარტივებული პირობით შეძენას. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით: https://www.facebook.com/AutoHomegeorgia სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ხელზე ასაღები 900 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მედია არხების ადმინისტრირება (Facebook, Instagram, TikTok, Whats`app); ** ინბოქსში შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი და დროული რეაგირება; ** სოციალური ქსელის გვერდზე პოსტების რეგულარული განთავსება და კომენტარებზე პასუხის გაცემა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად პიროვნული თვისებები და უნარები: ** გამართულად წერის უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** შემოქმედებითი აზროვნების უნარი; ** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): [email protected] გისურვებთ წარმატებებს!