სოციალური მედიის მენეჯერი
Job description
ჩვენ შესახებ" "Room Design" წარმოადგენს პრემიუმ კლასის დიზაინ სტუდიასა და კონცეპტუალურ მულტიბრენდულ შოურუმს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში, რომლის ძირითადი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელზე, შესთავაზოს სიახლეები, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით. პოზიციის შესახებ: ვეძებთ პროფესიულად ძლიერ, კრეატიულ და სტრატეგიულად მოაზროვნე Social Media Manager-ს , რომელიც შეძლებს ჩვენი ბრენდის ციფრული იმიჯის ფორმირებას. ეს პოზიცია არ არის მხოლოდ პლატფორმების მართვა — ეს არის ბრენდის ისტორიის გადმოცემა, ემოციის შექმნა და დიზაინის ციფრულ ენაზე თარგმნა. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** ბრენდის სოციალური მედიის არხების მართვა (Instagram, Facebook, Pinterest, LinkedIn, Behance); ** პრემიუმ სტილის შესაბამისი კონტენტ სტრატეგიის შექმნა და განხორციელება; ** მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნა (ფოტო/ვიდეო — Reels, Stories, Posts); ** ბრენდის ტონისა და ესთეტიკის თანმიმდევრული შენარჩუნება; ** კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და მართვა; ** საერთაშორისო ტრენდების ანალიზი და ადაპტაცია; ** რეკლამების მართვა და ბრენდის ერთიანი კომუნიკაციის კონტროლი; ** ვებგვერდების ადმინისტრირება; სტრატეგიული კონტენტის განვითარება; ** მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება; ** მონაწილეობის მიღება სარეკლამო ღონისძიებებში; ** ბლოგების და თემატური სტატიების პერმანენტულად წერა და (წერის კულტურა გამოქვეყნება შესაბამისი კრეატიული მარკეტინგული ხერხების გამოყენებით; ** შედეგების ანალიზი და კონტენტის მუდმივი გაუმჯობესება. კრეატიული და ტექნიკური უნარები: პოზიცია მოითხოვს კონტენტის შექმნაში აქტიურ ჩართულობას: ** ფოტო და ვიდეო გადაღებისა და დამუშავების ძლიერი უნარები ** შემდეგი პროგრამების ცოდნა: - Adobe Photoshop - Adobe Illustrator - Adobe Premiere Pro - After Effects - CapCut / Canva საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ** ძლიერი ვიზუალური და ესთეტიკური ხედვა ** გამართული კომუნიკაციისა და copywriting-ის უნარი (ინგლისური ენა სავალდებულოა) ** გამოცდილება დიზაინის, არქიტექტურის ან პრემიუმ ბრენდებთან (სასურველია) პიროვნული თვისებები: ** დახვეწილი გემოვნება და დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება ** ბრენდის აღქმისა და სტილის ბუნებრივი შეგრძნება ** კრეატიული აზროვნება სტრატეგიულ ხედვასთან ერთად ** მაღალი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ** იდეების ვიზუალურ ისტორიებად გარდაქმნის უნარი დამატებითი უპირატესობა: ** ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის სფეროს ცოდნა ** პრემიუმ / ლუქს სეგმენტთან მუშაობის გამოცდილება ** AI ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის შესაქმნელად ** SEO (Search Engine Optimization) პრინციპების ცოდნა, მათ შორის საკვანძო სიტყვების კვლევა, კონტენტის ოპტიმიზაცია (meta titles, descriptions, headings, alt ტექსტები), Google Search Console-ისა და Google Analytics გამოყენება, ასევე ორგანული ტრაფიკის ანალიზი და კონტენტ სტრატეგიასთან ინტეგრაცია. On და Off-page SEO-ის საფუძვლების ცოდნა რას გთავაზობთ: ** კრეატიულ და შთამაგონებელ სამუშაო გარემოს ** მუშაობას საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან ** მონაწილეობას მაღალი კლასის დიზაინ პროექტებში ** პროფესიული და კრეატიული განვითარების შესაძლებლობას დამატებითი ინფორმაცია: ** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიმართება პირადი გასაუბრება. გისურვებთ წარმატებას! განაცხადის მიღების პირობები. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ: ** რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ** სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი (Digital / Social Media Manager) დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: www.roomdesigngallery.ge www.roomdesignstudio.ge https://www.facebook.com/roomdesign.ge/