სოციალური მედიის მენეჯერი
Job description
ს.ს. " ნიუ ვიჟენ დაზღვევა " აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ სამუშაო განაკვეთი: განიხილება როგორც სრული, ისე - არასრული განაკვეთი ან ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი. ანაზღაურება: შრომის ანაზღაურება ექვემდებარება მოლაპარაკებას, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი", "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", "ზარაფხანა", "ქუთაისის ტორპედო" და ა.შ. ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს! ფუნქცია-მოვალეობები: ** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და გაშვება; ** Facebook, Instagram, LinkedIn და TikTok პლატფორმების მართვა; ** პოსტების, სთორების, ქოფისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება; ** ციფრული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა, გაშვება და მონიტორინგი; ** სოციალური მედიის ანალიტიკისა და ძირითადი რეკომენდაციების მომზადება; ** სოციალური მედიის ძირითადი ტენდენციების მონიტორინგი და ახალი იდეების ინიცირება; ** სასურველია, AI ინსტრუმენტების გამოყენებით კონტენტის შექმნის პროცესის ოპტიმიზაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული ცოდნა სოციალური მედიის მართვის მიმართულებით; ** სასურველია, სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება (განვიხილავთ, როგორც გამოცდილ, ასევე - კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ პროფესიონალებს); ** სასურველია, სფეროსათვის შესაბამისი AI ინსტრუმენტების (მ.შ. Canva AI) გამოყენების ცოდნა; ** Meta Ads Manager-თან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად; პროფესიული უნარები და კომპეტენციები: ** კრეატიული და ინიციატივიანი მიდგომა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს (მოკლე სამუშაო პარასკევი დღე, დამატებით უქმე დღე (day off) დაბადების დღეზე); ** კორპორატიულ სარგებელს (benefits) (ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება); ** კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს; ** კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება); ** შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, კომპანიის ფინანსური და ადამიანური რესურსის მხარდაჭერით, განვითარდეს პროფესიულად და განივითაროს თანამედროვე უნარები, ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით; ** შერჩეული კანდიდატისათვის ჩვენი სამუშაო სივრცე ღია და მხარდამჭერი იქნება ინიციატივებისა და ახალი იდეებისათვის. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და 1 რეკომენდატორის (არსებობის შემთხვევაში) საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე [email protected] და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური მედიის მენეჯერი". რეკრუტირების პროცესი წარიმართება ორ ეტაპად: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. ** საჭიროების შემთხვევაში, დავალების შესრულება. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" შერჩევის პროცესს დაიწყებს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს. განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას! სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected] ; ტელეფონის ნომერი: 0322 501 501. შემდგომში - "დამსაქმებელი"/"კომპანია"/"დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი") მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით/ვებგვერდზე (www.nvi.ge) მონაცემების შეყვანისა და რეზიუმეს/CV-ის ატვირთვით თქვენ, როგორც დასაქმების კანდიდატი/მონაცემთა სუბიექტი "დამსაქმებელს" ანიჭებთ უფლებამოსილებას, რომ: დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, რეზიუმეში (CV)-ში მითითებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიზნით, იმ ვადით, რაც აუცილებელია კანდიდატების შერჩევისა და კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, "კომპანია" თქვენგან მოწოდებულ რეზიუმეს (CV)-ს, ტესტირების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტს დაამუშავებს იმავე ან სხვა უმცრო პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით დამატებით 1 (ერთი) წლის ვადით, თუ თქვენი მხრიდან აღნიშნულზე დამატებით თანხმობა იქნება გაცხადებული. დამატებითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, კომპანია გაანადგურებს/წაშლის თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი განცხადების/კანდიდატურის განხილვა. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა სახის მონაცემებს ამუშავებს კომპანია თქვენს შესახებ, რა საფუძვლით, რა ვადით, გადაეცემა თუ არა მონაცემები სხვა პირს, ასევე, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა, ასლების მიღება, მათი გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა, განადგურება, გადატანა ან დაბლოკვა. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე და მოითხოვოთ აღნიშნული პროცესის შეწყვეტა. გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ელენე მჭედლიშვილს (ტელ: 599393322; ელ.ფოსტა: [email protected] ).