TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სოციალური მედიისა და კონტენტ მენეჯერი

სოციალური მედიისა და კონტენტ მენეჯერი

techzy Georgia Remote ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

"Techzy" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და კონტენტ მენეჯერის თანამდებობაზე. ვეძებთ კრეატიულ Social Media & Content Manager-ს, რომელიც გააძლიერებს Techzy-ის ბრენდს და მიიზიდავს ახალ აუდიტორიას. ანაზღაურება: 2,500 ₾+ (გამოცდილების მიხედვით) სამუშაო გრაფიკი: დისტანციური / თავისუფალი გრაფიკი Techzy-ის შესახებ: Techzy არის სწრაფად მზარდი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია, რომელიც ქმნის მობილურ აპლიკაციებს, ვებ-პლატფორმებს, AI გადაწყვეტილებებსა და ინდივიდუალურ პროგრამულ სისტემებს - როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის. ვის ვეძებთ: ვეძებთ კრეატიულ, პასუხისმგებლობიან და თანამედროვე ხედვის მქონე Social Media & Content Manager-ს, რომელიც სრულად აიღებს კომპანიის სოციალური მედიის განვითარებას საკუთარ თავზე და შექმნის კონტენტს, რომელიც გააძლიერებს Techzy-ის ბრენდს და მიიზიდავს ახალ აუდიტორიას. ძირითადი მოვალეობები: ** Techzy-ის Facebook, LinkedIn, Instagram და სხვა სოციალური პლატფორმების სრულყოფილად მართვა. ** ყოველთვიური კონტენტ-გეგმის მომზადება და განხორციელება ** პოსტების, ტექსტების, ვიზუალური მასალისა და ვიდეო კონტენტის შექმნა ** თანამედროვე ტრენდების, კონკურენტებისა და ახალი იდეების მუდმივი კვლევა ** AI ინსტრუმენტების გამოყენებით ხარისხიანი და ეფექტური კონტენტის შექმნა ** კომპანიის პროექტების, მიღწევებისა და სიახლეების პროფესიონალურად წარმოჩენა ** სოციალური მედიის შედეგების ანალიზი და მუდმივი გაუმჯობესება. მოთხოვნები: ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Social Media Management-ის ან Content Marketing-ის მიმართულებით ** Facebook, LinkedIn და Instagram პლატფორმების პროფესიონალურად მართვის გამოცდილება ** ძლიერი ქართული და ინგლისური წერითი უნარები ** Canva, Figma ან მსგავსი დიზაინის ინსტრუმენტების ცოდნა ** ChatGPT და სხვა AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად ** კრეატიული აზროვნება, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** 3, 000 ₾+ ფიქსირებული ანაზღაურება (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით) ** თანამედროვე, მეგობრული და დინამიკური სამუშაო გარემო ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ** მონაწილეობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ პროექტებში ** შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ Techzy-ის ბრენდის ზრდასა და განვითარებაში მოგვწერეთ: ** გამოგზავნეთ CV და პორტფოლიო ** თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და, სურვილის შემთხვევაში, პორტფოლიო ელფოსტაზე - [email protected] ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Social Media & Content Manager Techzy · www.techzy.app პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება