TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სოციალური მედიისა და კონტენტის სპეციალისტი

სოციალური მედიისა და კონტენტის სპეციალისტი

Posted Aug 04, 2026 17h ago

Job description

სოციალური მედიისა და კონტენტის კომპანიის შესახებ Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში. Indigo Cars საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური პარტნიორია და მომხმარებლებს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, ხოლო რეგიონული ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ავტოიმპორტიორი კომპანია Indigo Cars აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და კონტენტის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში. სამუშაო გრაფიკი და პირობები სამუშაო ფორმატი: ოფისიდან; სამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევი; სამუშაო საათები: 10:00–19:00; განაკვეთი: სრული; დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი; ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ძირითადი ფუნქციები სოციალური მედიის მართვა: Indigo Cars-ის სოციალური მედიის არხების - Facebook-ის, Instagram-ის, TikTok-ის, LinkedIn-ისა და YouTube-ის - ყოველდღიური მართვა, კონტენტის დაგეგმვა და გამოქვეყნება; კონტენტკალენდრის შექმნა: ყოველთვიური კონტენტკალენდრის შედგენა და მისი დროული განხორციელება; ქოფირაითინგი: პოსტების, სარეკლამო ტექსტების, კამპანიის გზავნილების, სტატიებისა და ბლოგების მომზადება; ვიდეოკონტენტის დაგეგმვა: TikTok-ისთვის, Reels-ისა და სხვა ვიდეოფორმატებისთვის იდეების, სცენარებისა და სასაუბრო ტექსტების შექმნა; გადაღებების ორგანიზება: ვიდეოგრაფთან თანამშრომლობით გადაღების პროცესის დაგეგმვა, მათ შორის თემის, სცენარის, მონაწილეების, ლოკაციისა და რეკვიზიტების განსაზღვრა; კონტრაქტორებთან მუშაობა: სარეკლამო სააგენტოსთვის, დიზაინერისა და ვიდეოგრაფისთვის მკაფიო ბრიფების მომზადება, შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ვადების კონტროლი; აუდიტორიასთან კომუნიკაცია: შემოსულ კომენტარებსა და შეტყობინებებზე ყოველდღიური, დროული და ბრენდის ტონალობის შესაბამისი პასუხების გაცემა, საჭიროების შემთხვევაში კი მოთხოვნების შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება; ანალიტიკა და ანგარიშგება: სოციალური მედიის ტენდენციებსა და კონკურენტებზე დაკვირვება, კონტენტის ეფექტიანობის გაანალიზება და პერიოდული ანგარიშების მომზადება; მარკეტინგულ პროექტებში მონაწილეობა: კომპანიის საერთო კამპანიებსა და მიმდინარე მარკეტინგულ პროექტებში ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნება უმაღლესი განათლება - უპირატესობად ჩაითვლება განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით; სოციალური მედიის, კონტენტმარკეტინგის ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; სოციალური მედიის არხებისა და მათი სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა - Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და YouTube; გამართული ქართული წერითი მეტყველება, ქოფირაითინგის ძლიერი უნარი და ტექსტების სხვადასხვა აუდიტორიაზე ადაპტირების შესაძლებლობა; პოსტების, სტატიების, სარეკლამო ტექსტებისა და ვიდეოსცენარების შექმნის გამოცდილება; ვიდეოგრაფებთან, სააგენტოებთან, ფრილანსერებსა და სხვა გარე პარტნიორებთან თანამშრომლობისა და მათთვის ბრიფების მომზადების გამოცდილება. ენები ქართული - სრულყოფილად; ინგლისური - B2 დონეზე, თავისუფალი კომუნიკაცია; უპირატესობად ჩაითვლება Canva-სა და CapCut-ის ან სხვა მარტივი ვიდეორედაქტორის პრაქტიკული ცოდნა; SEO-ს პრინციპების გათვალისწინებით სტატიებისა და ბლოგების წერის გამოცდილება; Meta Ads Manager-ის საბაზისო ცოდნა; ინფლუენსერებსა და კონტენტკრეატორებთან თანამშრომლობის გამოცდილება; საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი ან ამ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული მახასიათებლები კრეატიულობა და ინიციატივიანობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; რამდენიმე დავალების პარალელურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი; ეფექტიანი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ვიზუალური და ვიდეოტრენდების შეგრძნებისა და ბრენდზე მორგების უნარი. რას გთავაზობთ? სტაბილურ და საინტერესო სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; FitPass-ს. დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ განაცხადის შევსება უშუალოდ LinkedIn-ის საშუალებით ან რეზიუმეს გამოგზავნა ელფოსტაზე: [email protected] ელფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სოციალური მედიისა და კონტენტის სპეციალისტი“ . ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. პერსონალური მონაცემების დამუშავება მითითებულ ელფოსტაზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში გახდა ცნობილი. მონაცემთა დამუშავების მიზანია თქვენი კანდიდატურის განხილვა მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე. მონაცემები დამუშავდება და შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია იმავე ელფოსტის მისამართზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება გულისხმობს მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, მათ შორის მათ შეგროვებას, მოპოვებას, შენახვასა და სხვა სახის დამუშავებას.