TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სპეციალური მასწავლებელი

სპეციალური მასწავლებელი

Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე ქ. ქუთაისში . ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3–დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება. ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის. 4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე. დეტალური ინფორმაცია ახალი კამპუსის შესახებ, იხილეთ: https://drive.google.com/.../1u2e00hW5lx6.../view... თანამდებობის დასახელება:სპეციალური მასწავლებელი სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120 გრაფიკი პოზიციაზე: სრული ყოველთვიური ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: საჭიროების შემთხვევაში მოსწავლის შეფასების საფუძველზე საგნის მასწავლებელთან ერთად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა; მოსწავლის განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული წესითა და პირობებით; სტატუსის არ მქონე ბავშვებთან იდივიდუალური მუშაობა, დაკვირვება რთულ ქცევებზე და შესაბამისი რეაგირება; ისგ გეგმის მიზნების მიღწევების შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ისგ ჯგუფთან; საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთა, კლასის დამრიგებელთა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელთა/მეურვეთა კონსულტირება; თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. დამატებით საჭირო კომპეტენციები: MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი); გუნდური მუშაობის, გუნდის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმარების გამოცდილება; ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი; თანადგომისა და ემპათიის უნარი; ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი; მოქნილობა და დამოუკიდებლობა; მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ; დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; მაღალი სამუშაო აქტივობა; სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირების უნარი. უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “სპეციალური მასწავლებელი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აგვისტო. ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!