TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტის

სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტის

european-university Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

" ევროპის უნივერსიტეტი " აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტის (პაციენტის როლის შემსრულებელი პირი) პოზიციაზე ქართულენოვან/ინგლისურენოვან პროგრამებზე. სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით მოირგოს პაციენტის როლი და სიმულაციურ ცენტრში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში/პროცედურაში. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 17/ლუბლიანას ქუჩა 35 ** გრაფიკი/დრო: არასრული განაკვეთი (საგამოცდო განრიგიდან გამომდინარე) ძირითადი მოვალეობები: ** ითანამშრომლოს საგნის განმახორციელებლებთან, გამომცდელებთან და ადმინისტრაციასთან, საგამოცდო პროცესში პაციენტის როლის სტატუსით; ** შეძლოს სხვადასხვა დაავადების სიმულირება წინასწარ გაწერილი ჩექ-ლისტის მიხედვით; ** მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში (მაგ: წნევის გაზომვა, პულსის გასინჯვა, ეკგ გადაღება, ფილტვების აუსკულტაცია მოსმენა და ა.შ), ** საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს მისცეს კონსტრუქციული უკუკავშირი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო ან უმაღლესი განათლება; ** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება; ** ინგლისური ენა -B1 (მეტყველება, წერა). პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობა; ** ორგანიზებულობა; ** სტრესის მართვის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** ცვლილებების მიმღებლობის უნარი; დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: [email protected] . გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 24 აგვისტო .