---
title: სტაჟიორი იურიდიული მიმართულებით
description: ვაკანსია: სტაჟიორი იურიდიული მიმართულებით (დასაქმების პერსპექტივით) პოზიციის დასახელება: სტაჟიორი კორპორაციულ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ტიპი: არაანაზღაურებადი სტაჟირება (წარმატებული სტა
---

# სტაჟიორი იურიდიული მიმართულებით

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-18  
**Apply by:** 2026-09-18

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=745806)

## Job description

ვაკანსია: სტაჟიორი იურიდიული მიმართულებით (დასაქმების პერსპექტივით) პოზიციის დასახელება: სტაჟიორი კორპორაციულ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ტიპი: არაანაზღაურებადი სტაჟირება (წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივით) ხანგრძლივობა: 6 თვე პოზიციის მიმოხილვა: ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ დამწყებ იურისტს, რომელსაც სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება ბიზნესის იურიდიული მხარდაჭერის, კორპორაციული სამართლისა და სამოქალაქო/ადმინისტრაციული დავების სფეროში. სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს რეალურ ქეისებზე მუშაობას გამოცდილი კოლეგების მენტორობით და წარმატებული შედეგების შემთხვევაში — გუნდში დასაქმებას. ძირითადი მოვალეობები: ** კორპორაციული დოკუმენტაციის პროექტების (წესდება, პარტნიორთა კრების ოქმები, გადაწყვეტილებები, წილის გასხვისების ხელშეკრულებები) მომზადებაში მონაწილეობა. ** სტანდარტული სამოქალაქო და ბიზნეს ხელშეკრულებების (იჯარა, ნასყიდობა, მომსახურება და ა.შ.) საწყისი პროექტების შემუშავება. ** ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მაგ. საჯარო რეესტრი, შემოსავლების სამსახური) ურთიერთობისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება. ** სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი. ** იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი იურისპრუდენციაში). ** ინტერესის სფერო: განსაკუთრებული ინტერესი კორპორაციული/ბიზნეს, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართ. ** ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე (ჩაითვლება უპირატესობად). ** უნარები: მაღალი დონის ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი. ** პიროვნული თვისებები: გამოკვეთილი პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. რას გთავაზობთ: ** ბიზნეს სამართლის სფეროში რეალური პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას. ** გამოცდილი იურისტებისგან მენტორობასა და პროფესიულ მხარდაჭერას. ** წარმატებული სტაჟირების შემდეგ — შტატში დასაქმების პერსპექტივას. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: legal@advisors.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟიორი იურიდიული მიმართულებით". დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +995 593 50 79 70 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც. გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მეილზე მოთხოვნის გამოგზავნით.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
