TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სტაჟიორი - ლოიალობის მიმართულების მარკეტინგის ცოდნის ცენტრის გუნდი

სტაჟიორი - ლოიალობის მიმართულების მარკეტინგის ცოდნის ცენტრის გუნდი

თიბისი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 25, 2026

Job description

თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტაჟიორი - ლოიალობის მიმართულების მარკეტინგის ცოდნის ცენტრის გუნდი კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა გუნდის საქმიანობის აღწერა შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და ყოველდღიურად, მრავალ საინტერესო და მასშტაბურ აქციას ახორციელებს. ჩვენ გვერთიანებს ერთი მთავარი მიზანი - მომხმარებლისთვის სასარგებლო, ხელსაყრელი პირობების შეთავაზება და მათი ლოიალობის მოპოვება. შენ, როგორც სტაჟიორი: ჩაერთვები მარკეტინგულ პროექტებში ხელმძღვანელის სუპერვაიზინგით; მონაწილეობას მიიღებ მასშტაბური კამპანიების (Black Friday, Back to School და ა.შ.) დაგეგმვასა და აღსრულებაში; ჩაერთვები სხვადასხვა მარკეტინგული მასალისა და კომუნიკაციის შექმნაში დიზაინერებთან, კონტენტის გუნდსა და სააგენტოებთან ერთად; იმუშავებ ახალ იდეებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიურობას გაუმარტივებს ; აქტიურად ჩაერთვები თიბისის ლოიალობის პროგრამის განვითარების პროცესში; მონაწილეობას მიიღებ სარეკლამო გადაღებების დაგეგმვასა და კოორდინირებაში. კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: ხარ მე-3, მე-4 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. ხარ დინამიური და გსურთ ასეთივე გარემოში მუშაობა; ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი; გამოირჩევი ძლიერი კომუნიკაციის და მულტითასქინგის უნარით; თავისუფლად წერ და საუბრობ ინგლისურ და ქართულ ენებზე; გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა. განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zwqrF