სტაჟიორი - სასწავლო ცენტრი, სწავლების ტრანსფორმაციის გუნდი
Job description
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერილობა შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ქმნის თანამედროვე ციფრულ სასწავლო გამოცდილებებს თანამშრომლების განვითარებისთვის. გუნდი აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს სასწავლო კონტენტის, ვიდეოკურსებისა და ინტერაქტიული სასწავლო მასალების შესაქმნელად, რათა სწავლის პროცესი უფრო ეფექტური, საინტერესო და ხელმისაწვდომი იყოს. შენ, როგორც სტაჟიორი: AI ინსტრუმენტების გამოყენებით დააგენერირებ ვიდეო ფრაგმენტებსა და ვიზუალურ მასალებს Microsoft Clipchamp-ში ააწყობ და დაამონტაჟებ სასწავლო ვიდეოებს მოამზადებ კურსებს LMS პლატფორმაზე განსათავსებლად ჩაერთვები სასწავლო კონტენტის შექმნისა და განახლების პროცესში შეისწავლი და დანერგავ ახალ AI ინსტრუმენტებს სასწავლო მიზნებისთვის. კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და გიყვარს ინიციატივის გამოჩენა ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი და ციფრული სწავლება სწრაფად ითვისებ ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრულ ინსტრუმენტებს გაქვს ვიდეოს მონტაჟის გამოცდილება, კრეატიული ხედვა და კარგი ვიზუალური აღქმა, გიმუშავია AI ვიდეოგენერაციის ინსტრუმენტებთან ან გაქვს მათი შესწავლის ძლიერი მოტივაცია. დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.