სტაჟირება - გამყვანი ტუროპერატორის ასისტენტი
Job description
შემოუერთდი Promethea Voyages -ის გუნდს! ანაზღაურებადი სტაჟირება – გამყვანი ტუროპერატორის ასისტენტი (Outgoing Tourism Trainee) Promethea Voyages ერთ-ერთი წამყვანი ტუროპერატორია საქართველოში, რომელიც მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან, სასტუმროებთან, ავიაკომპანიებთან და საერთაშორისო დაჯავშნის პლატფორმებთან. თუ გაინტერესებს ტურიზმის სფერო, ფლობ ინგლისურ ენას და გსურს დაიწყო კარიერა საერთაშორისო კომპანიაში, გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას, რომლის განმავლობაში გამოცდილი გუნდის მხარდაჭერით შეისწავლი ტუროპერატორის საქმიანობას და ჩაერთვები რეალურ სამუშაო პროცესში. სტაჟირების პერიოდში შეისწავლი: ტურისტული პროდუქტების შერჩევისა და შეთავაზების პრინციპებს; სასტუმროების, ავიაბილეთებისა და სხვა ტურისტული სერვისების დაჯავშნის პროცესს; ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას; რეზერვაციების მართვასა და დოკუმენტაციის მომზადებას; CRM სისტემაში მუშაობას; ტურისტული ბაზებისა და პროდუქტების განახლებას; პროფესიული რეპორტინგის მომზადებას. ვის ვეძებთ? უმაღლესი განათლების მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს; ინგლისური ენის მაღალ დონეზე მცოდნეს (აუცილებელია); რუსული და/ან ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; MS Office-ის პროგრამების მომხმარებელს; ტურიზმის სფეროში განვითარების ძლიერი სურვილის მქონე კანდიდატს. პიროვნული უნარები პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კომუნიკაბელურობა; სწრაფი სწავლის უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობისა და პროფესიული განვითარების სურვილი; ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას – 1 000 ლარი (Net) რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას ტურიზმის სფეროში; ინდივიდუალურ მენტორობას გამოცდილი პროფესიონალებისგან; კორპორატიულ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; სასიამოვნო, მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; წარმატებული სტაჟირების დასრულების შემთხვევაში კომპანიაში დასაქმების რეალურ პერსპექტივას. სამუშაო პირობები სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი | 10:00 – 18:30 შაბათი და კვირა – დასვენების დღე. როგორ უნდა გამოაგზავნოთ განაცხადი? თუ გსურს კარიერის დაწყება ტურიზმის სფეროში და მზად ხარ ისწავლო საუკეთესო პროფესიონალებისგან, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] Subject: Outgoing Tourism Trainee გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები. დაიწყე კარიერა Promethea Voyages-ში და გახდი საერთაშორისო ტურიზმის პროფესიონალი!