სტაჟირება - გაყიდვების კონსულტანტი
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. სტაჟირების პროცესში შეისწავლი: გაყიდვების სტრუქტურას მომხმარებელთან მუშაობის სტანდარტებს გთხოვთ გაითვალისწინოთ: სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმება მოხდება კომპანიის სხვადასხვა ფილიალში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო საათები: 10:00 – 19:00. სტაჟიორ-კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები: ზედამხედველის მითითებითა და მხარდაჭერით, კლიენტების მომსახურების პროცესში მონაწილეობა; პროდუქციის გაცნობა და შეთავაზება კლიენტებისთვის; კლიენტების მიმართვის შემთხვევაში, მათი გადამისამართება უფროს კონსულტანტთან; პროდუქციის ინვოისის გადაცემაში და გაყიდვის პროცესის ორგანიზებაში დახმარება; კომპანიაში არსებული პროდუქციისა და სიახლეების ეტაპობრივი შესწავლა; ფილიალში სტენდების მოწესრიგებაში მონაწილეობა და პროდუქციის განთავსებაში დახმარება; პროდუქციის ვიზუალური იერსახის შენარჩუნებაში მხარდაჭერა. ძირითადი მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება; საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. აუცილებელი უნარები: მოლაპარაკების წარმოების უნარი; პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.