სტაჟირება - ფინანსური ოპერატორი
Job description
შპს " ავტო იმპორტ ჯორჯია " აცხადებს სტაჟირებას ფინანსური ოპერატორის პოზიციაზე. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, დეტალებზე ორიენტირებული და გსურს ფინანსების სფეროში კარიერის დაწყება, ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა. სტაჟირების პერიოდში მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ სამუშაო გარემოში, იმუშავებ პროფესიონალ გუნდთან ერთად და ჩაერთვები კომპანიის ყოველდღიურ ფინანსურ პროცესებში. ძირითადი მოვალეობები უმცროსი ოპერატორის მთავარი მისიაა კომპანიის ფინანსური ოპერაციების სიზუსტისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. პოზიციის ფარგლებში შენ შეისწავლი: ** CRM სისტემაში ფინანსური მონაცემების რეგისტრაციასა და განახლებას; ** ფინანსური ოპერაციებისა და გადარიცხვების სისწორის კონტროლს; ** ყოველდღიური ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვასა და სისტემატიზაციას; ** ფინანსური ინფორმაციის სიზუსტისა და სრულყოფილების უზრუნველყოფას; ** სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტურ კოორდინაციას ფინანსური პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული; ** MS Excel-ის ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** სწავლისა და პროფესიული განვითარების ძლიერი მოტივაცია; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ჩვენ გთავაზობთ ** პრაქტიკულ გამოცდილებას სწრაფად მზარდ კომპანიაში; ** მენტორობასა და პროფესიულ განვითარებას; ** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს; სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი, ბ/ც "ატრიუმი" 1 სართული. თუ გსურს კარიერის დაწყება ფინანსების სფეროში, გამოგვიგზავნე შენი CV/რეზიუმე, მითითებულ ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ: "სტაჟირება ფინანსური ოპერატორი" გისურვებთ წარმატებას!