სტაჟირება- შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტში
Job description
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტში. არსებითი პირობები: სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაოს გრაფიკი: სასწავლო პროცესთან შეთავსებით. სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე ძირითადი მოვალეობები: ობიექტების ინსპექტირება და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი. საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების პროცესში მონაწილეობა. შრომის უსაფრთხოების სასწავლო მასალების შემუშავებაში ჩართულობა. კანდიდატს უნდა ჰქონდეს: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია საინჟინრო, ენერგეტიკის ან მომიჯნავე მიმართულებით). შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატი (სასურველია). ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია). ენერგეტიკის ან საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია). საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. პიროვნული მახასიათებლები: დისციპლინა; ორგანიზებულობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV: [email protected] განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 აგვისტო. შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას. გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა; გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.