სტაჟირება/სოციალური მედიის მენეჯერი
Job description
ციფრული მარკეტინის კომპანია Watson აცხადებს 3 თვიან, სტაჟირებას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე! Watson - ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: watson.ge ფუნქცია/მოვალეობები: სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა; სოციალური მედიის კონტენტის კონტენტ-კალენდრის მიხედვით განთავსება და შესრულების მონიტორინგი; ტექსტების წერა ქართულ და (სასურველია) ინგლისურ ენაზე; შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ყოველკვირეული, ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; სოციალური მედიის ანალიზი, ბრენდის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარებაზე მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია); კრეატიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე; სწრაფად ადაპტაციის უნარი; წერის კარგი უნარები (ქართული - სავალდებულო, ინგლისური - სასურველია). რას გთავაზობთ ჩვენ: კარიერული განვითარების შესაძლებლობა; პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა; მოქნილი გარემო და სამუშაო პროცესები; საინტერესო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობა. ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22. გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული. გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ მისამართზე:მეილი: [email protected] ტელ: +995597054199 დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!