სტერილიზაციის ექთანი
Job description
მულტიპროფილური კლინიკა " კანი " აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის ექთნის პოზიციაზე. ლოკაცია: გ. სააკაძის დაღმართი #11 კვალიფიკაცია: ** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან. ** ქირურგიული იარაღების ზედმიწევნით ცოდნა. ** დეზინფექცია/სტერილიზაციის სტანდარტების ცოდნა. ** სადეზინფექციო და სასტერილიზაციო ხსნარების ცოდნა. ** მინიმუმ ერთწლიანი პრაქტიკოს ექთნად მუშაობის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** დეზინფექციის წარმოება და პაკეტების კომპლექტაცია; ** იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება; ** სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის; ** სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად; ** გამოყენებული ინსტრუმენტების რეცხვა/დეზინფექციისათვის მიღება/დათვლა და შესაბამის დოკუმენტში აღრიცხვა და კონტროლი; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. ** ინფექციის კონტროლის სამსახურის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა მუშაობის პროცესში; ** შრომის უსაფრთხოების, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის წესებისა და ნორმების დაცვა; გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] . თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. მადლობა, რომ ჩვენთან მუშაობით დაინსტერესდით. წარმატებას გისურვებთ.