---
title: სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი
description: სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კლინიკის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა; ** ადმინისტრატორების, ასისტენტებისა და სხვა პერს
---

# სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-11-02  
**Apply by:** 2026-12-02

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=765176)

## Job description

სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კლინიკის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა; ** ადმინისტრატორების, ასისტენტებისა და სხვა პერსონალის მუშაობის კოორდინაცია; ** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების, დისციპლინისა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი; ** პაციენტთა მომსახურების ხარისხისა და კმაყოფილების მონიტორინგი; ** კონფლიქტური და რთული სიტუაციების პროფესიონალურად მართვა; ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა; ** მარკეტინგული აქტივობებისა და სარეკლამო კამპანიების კოორდინაცია; ** კლინიკის შიდა სტანდარტებისა და სამუშაო პროცესების დაცვა; ** კლინიკის ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ჯანდაცვის მიმართულებით); ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო ან სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობის გამოცდილებას; ** პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული უნარები; ** ფინანსური ანგარიშგებისა და ძირითადი ბიზნეს მაჩვენებლების ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა; ** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** ლიდერული უნარები და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სამართლიანი და მომთხოვნი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ; ** ემოციური ინტელექტი და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედების უნარი; ** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ** კლინიკის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას. პირობები: ** სამუშაო დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი - 10.00-დან 18.00-მდე, შაბათი 10.00-16.00-მდე. ** ანაზღაურება შეთანხმებით. ** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV: Lalimindiashvili11@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ: "კლინიკის მენეჯერი".

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
