TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Store Sales Manager

Store Sales Manager

Uniforma & Safety Tbilisi, Georgia
Posted Jul 21, 2026 15h ago

Job description

ვაკანსია: კონსულტანტი (სპეც-უნიფორმების მიმართულებით) კომპანია „უნიფორმა & უსაფრთხოება“ ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე, დიდუბის „გორგიას“ ფილიალში მდებარე ჩვენს სავაჭრო სივრცეში. თუ გაქვთ აქტიური გაყიდვების ნიჭი, გსურთ განვითარდეთ და გახდეთ მზარდი კომპანიის გუნდის წევრი, ეს ვაკანსია თქვენთვისაა! ძირითადი მოვალეობები: დიდუბის „გორგიას“ ფილიალში არსებულ ჩვენს საგამოფენო სივრცეში მოსული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა; კომპანიის პროდუქციის (სპეც-უნიფორმები და უსაფრთხოების ეკიპირება) მახასიათებლებისა და უპირატესობების დეტალური გაცნობა კლიენტებისთვის; მომხმარებლის/კომპანიების საჭიროებების იდენტიფიცირება, გაყიდვების მაჩვენებლების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა; ფასმაჩვენებლების სიზუსტე და სექციაში წესრიგის შენარჩუნება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გაყიდვები, მომსახურება ან კლიენტებთან ურთიერთობა); თავაზიანობა, კლიენტზე ორიენტირებულობა და შედეგზე მუშაობის მოტივაცია; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00 საათამდე შესვენება: 14:00 - 15:00 (1 საათი) დასვენებისთვის 2 დღეს ირჩევს დასაქმებული. სამუშაო ადგილი: დიდუბის ფილიალი, „გორგია“ (კომპანია „უნიფორმა & უსაფრთხოების“ სივრცე) საცდელი პერიოდი: 3 თვე ანაზღაურება: 1200 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი გეგმის შესრულების შემთხვევაში დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე: [email protected]