სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი
Job description
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "ინვესტიციების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 სთ. მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა N18 ძირითადი მოვალეობები: ** საინვესტიციო გარემოსა და საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნისა და სააგენტოს დადებითი იმიჯის ზრდის ხელშეწყობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; ** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვა და აღსრულება; ** მედიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის კოორდინირება, აგრეთვე სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების, შეტყობინებების, საინფორმაციო ბიულეტენების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება; ** სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა, აგრეთვე სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების მონიტორინგი; ** მარკეტინგის მიმართულებით KPI-ების განსაზღვრა, შედეგების მონიტორინგი, ანგარიშგების მომზადება და მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა; ** მარკეტინგის დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, თანამშრომლების მართვა, შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** მარკეტინგის ხელმძღვანელის ან მსგავს სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ** მარკეტინგული სტრატეგიის, ბრენდის მართვისა და კომერციული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება; ** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვისა და KPI-ების მართვის გამოცდილება; ** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; •** ბაზრის ანალიზისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონე); ** ლიდერული, მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და გუნდური მართვის ძლიერი უნარები. კომპეტენციები: ** გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი; ** პროაქტიული და მიზანზე ორიენტირებული; ** ადამიანებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარი; ** ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარი; ** ციფრული აპლიკაციების მართვის კომპეტენცია; ** დეტალზე ორიენტირებულობა; ** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების შესაძლებლობა; ** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით სიახლეების დანერგვის სურვილი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.