სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მენეჯერი
Job description
"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 74 ქვეყნის 365 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში. "კავკასიის უნივერსიტეტი" შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან. კავკასიის უნივერსიტეტი, აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე სამუშაო მოვალეობები: ** კონსულტირებას უწევს სტუდენტებსა და ლექტორებს ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას; ** მონიტორინგს უწევს სასწავლო პროცესის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების სისტემაში დროულად ატვირთვას ; ** თვალყურს ადევნებს სტუდენტთა დასწრების ელექტრონული ბაზის წარმოებას; ** მონიტორინგს უწევს ლექტორების მხრიდან ნიშნების ბაზაში დროულად შეყვანის პროცესს; ** ესწრება შუალედურ და დასკვნით გამოცდებს; ** უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასების შეტანას ნიშნების ბაზაში; ** ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემულ სხვა დავალებებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ** MS Word, Excel და PowerPoint-ის ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ოპერატიულობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო ** დღე, აღნიშნული დღე (ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით); ** ანაზღაურება: 1000 ლარი , გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ - 1200; ** გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვე (ანაზღაურებადი). საქმიანობის ადგილი: თბილისი, პაატა სააკაძის №1 საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ივლისის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის მენეჯერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ; Tel.: 2 377777. წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!