სტუმრებთან ურთიერთობის თანამშრომელი
Job description
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას სტუმრებთან ურთიერთობის თანამშრომლის პოზიციაზე. უნარ-ჩვევები და მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ოპერაციული პროგრამის (Opera) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ყურადღებიანი დეტალების მიმართ; ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი; სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მერიოტ ინთერნეიშენალის წევრია. მარიოტ ინტერნეშენალი, როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება