სუ-შეფი / მზარეული
Job description
ახალი, მასშტაბური რესტორანი ბულაჩაურში / წითელ სოფელში ახალი, მასშტაბური რესტორანი ბულაჩაურში (წითელი სოფელი, დუშეთის რაიონი), რომლის მშენებლობა და სრული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასასრულს უახლოვდება, აცხადებს გუნდის დაკომპლექტებას. რესტორანი უახლოეს პერიოდში იწყებს ოპერირებას და ვეძებთ პროფესიონალ, გამოცდილ და პასუხისმგებლიან თანამშრომლებს, რომლებიც გახდებიან დიდი და ამბიციური პროექტის ნაწილი. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია: გამოცდილი შეფ-მზარეულის (Chef) მოძიება — რომელსაც ექნება გუნდის მართვის, მენიუს დაგეგმვის, სამზარეულოს პროცესების ორგანიზებისა და მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის გამოცდილება. რესტორანი ბულაჩაური აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფისა და მზარეულის პოზიციაზე ჩვენ გთავაზობთ: მაღალ და კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას თანამედროვე, ახალ და მასშტაბურ სამუშაო გარემოს შესაძლებლობას გახდეთ დიდი პროექტის ბირთვული გუნდის ნაწილი ლოკაცია: ბულაჩაური, წითელი სოფელი (დუშეთის რაიონი) დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ან ინფორმაცია გამოცდილების შესახებ, და აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია: [email protected] ტელ: +995599080182 თუ ხართ ძლიერი შეფ-მზარეული ან გამოცდილი რესტორნის მენეჯერი — მოხარული ვიქნებით პირადად გაგესაუბროთ.