TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სუპერვაიზერი

სუპერვაიზერი

გუდვილი თბილისი, ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge კომპანია „ გუდვილი “ აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ფუნქცია მოვალეობები: ხილ-ბოსტნეულის სექციის მონიტორინგი; ხილ-ბოსტნეულის სექციაში პროდუქციის განლაგების წესის დაცვა; ვადების აღრიცხვა და კონტროლი; მომხმარებლისთვის საჭიროების შემთხვევაში მომსახურების გაწევა; სექციონერებისთვის დავალებების მიცემა და შესრულებული საქმის შემოწმება/მონიტორინგი; ძირითადი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში, ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1100 ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: საბურთალო; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 22 71 84 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9uIrNtab გისურვებთ წარმატებას!