სუპერვაიზერი
Job description
" საირმის საცხობი " აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე. უშუალო ხელმძღვანელი - ქსელის საოპერაციო მენეჯერი ფუნქცია-მოვალეობები: ** მოწესრიგებული ჩაცმულობა და ვიზუალი; ** სამუშაო ფორმების გაფრთხილება და მოვლა; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი; ** ახალი თანამშრომლის აყვანის შემთხვევაში, ტრენინგი და ცოდნის საფუძვლიანი გადაცემა; ** ობიექტის გახსნისას დარბაზის, ბარის და სამზარეულოს სრული სამუშაო მზადყოფნის კონტროლი; ** სტუმრების კმაყოფილების კონტროლი, ნებისმიერი პრეტენზიის ან უკმაყოფილების დროს მიზეზის გარკვევა, აღმოფხვრა და პრობლემის ოპერატიულად გადაწყვეტა. ** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; ** ხარისხის სტანდარტიზაცია; ** სალაროს კონტროლი, საწყისი და საბოლოო ნაშთების გადამოწმება, ბუღალტერიასთან სწორი ინფორმაციის მიწოდება (შევსებული ბლანკებით) ** კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დროული და ზუსტი უზრუნველყოფა; ** პროდუქციის მარაგების კონტროლი და დროული შეკვეთების განხორციელება; ** მიღებული შეკვეთების გადამოწმება და შესაბამისობის დადგენა ზედნადებებთან; ** ზედნადებების შეტვირთვა პროგრამაში; ** მიღებული შეკვეთების ხარისხის კონტროლი; ** ობიექტზე არსებული ინვენტარის გაფრთხილება; ** საწყობის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა; ** დიასახლისების შესრულებული სამუშაოს კონტროლი და საჭიროების დროს უკუკავშირი ხელმძღვანელთან; ** თვის ბოლოს ინვენტარიზაციის მაღალ დონეზე ჩატარება და რაოდენობების ზუსტი აღრიცხვა; შეყვანა პროგრამაში; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება. კომპანიის ბენეფიტები: ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); ** სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს; ** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში; ** კვება უფასო; ** ქუთაისიდან ტრანსპორტირება უფასოდ; ** დაზღვევა. საორგანიზაციო დეტალები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 18:00 ** მდებარეობა: ბაღდათი , კურორტი საირმე დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: სუპერვაიზერის პოზიციაზე.