სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მენეჯერი
Job description
შპს „მეისონბეიქ-2026“, წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულის წარმოებას, რომელიც უკვე 28 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. ბრენდ «მადამდე»-ს სახელით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე სხვადასხვა სახეობის პროდუქტებს, როგორც პურ-ფუნთუშეულის, ასევე საკონდიტრო მიმართულებით. დღეს «მადამდე»-ის პროდუქციის შეძენა 1500–მდე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებში. შპს „მეისონბეიქ-2026“ აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე (ISO 22000, FSSC სტანდარტების შესაბამისად). ძირითადი მოთხოვნები: შესაბამისი განათლება/კვალიფიკაცია და მსგავს პოზიციაზე მუშაობის რამოდენიმეწლიანი გამოცდილება; პროცესების მართვის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; თანამშრომლებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი; კომპიუტერულ საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები; სასურველია ინგლისური, რუსული ენების მეტნაკლები ხარისხით ფლობა. ძირითადი მოვალეობები: საწარმოო ტექნოლოგიური პროცესის წარმართვა-კონტროლი; ISO 22000-ის სისტემით მოთხოვნილი დოკუმენტებთან მუშაობა; უცხოელ კონსულტანეტებთან/აუდიტებთან ურთიერთობა, მათ მიერ მოწოდებული ინსტრუქციების იმპლემენტაცია. დამატებითი ინფორმაცია: გამოსაცდელი ვადა: 1 თვე. სამუშაო გრაფიკი: 5 სრული სამუშაო დღე, 09:00 - 19:00. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯერი"