სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
Job description
“2 ნაბიჯი” ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით. "2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტი თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ. კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: დასაქმების ტიპი: დროებითი – დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლის ჩანაცვლება (დაახლოებით 4 თვე); სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; სამუშაო ადგილი: საველე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სურსათის უვნებლობის მართვის (HACCP) სისტემის მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ დოკუმენტაციის განახლების პროცესში მონაწილეობა; HACCP სისტემის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება და მიმდინარე სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციაში მონაწილეობა; წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით შიდა აუდიტის ჩატარება, აუდიტის შედეგების საფუძველზე ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილ ვადებში წარდგენა; აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში, სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათის ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება, მათი ტრანსპორტირება აკრედიტებულ ლაბორატორიაში და მიღებული შედეგების შეფასება; მომხმარებელთა საჩივრებზე ოპერატიული რეაგირება: შეუსაბამო სურსათის იდენტიფიცირება, პარტიის ნომრის დადგენა, პროდუქციის გადამოწმება, გამომწვევი მიზეზების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესის მართვა, მომწოდებელთან და მომხმარებელთან კომუნიკაციის უზრუნველყოფით; კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება სასურსათო ტექნოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ბიოლოგიის ან ქიმიის მიმართულებით; სასურველია სამუშაო გამოცდილება სურსათის უვნებლობის მიმართულებით; HACCP-ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა; სასურველია დამატებითი სერტიფიკატები: ISO 22000, FSSC, IFS; სურსაათის უვნებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა; MS Office-ის პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel); საკუთარი ავტომობილის ფლობა და B კატეგორიის მართვის მოწმობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/32369iNb