სურსათის უვნებლობის სპეციალისტი- Food Safety & Quality Specialist (HACCP)
Job description
დეგუსტო არის კაფეტერიების მზარდი ქსელი, რომელიც აერთიანებს 28 ფილიალსა და საწარმოს, სადაც ყოველდღიურად მზადდება ჩვენი ობიექტებისთვის განკუთვნილი პროდუქცია. ვეძებთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საწარმოსა და ობიექტებზე სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვასა და კონტროლზე. ძირითადი მოვალეობები: HACCP სისტემის დანერგვა, მონიტორინგი და მუდმივი გაუმჯობესება; GMP/GHP სტანდარტების დაცვის კონტროლი საწარმოში; საწარმოო პროცესების, სანიტარული მდგომარეობისა და ჰიგიენური ნორმების ყოველდღიური მონიტორინგი; შიდა ინსპექტირებებისა და აუდიტების ჩატარება, დარღვევების გამოვლენა და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა; სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და წარმოება; თანამშრომლებისთვის სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება; ნედლეულის, მზა პროდუქციისა და საწარმოო პროცესების შესაბამისობის კონტროლი; სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან კომუნიკაცია ინსპექტირების პროცესში; ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება. პროდუქციის ეტიკეტირების სისწორისა და მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, სურსათის უვნებლობის, ბიოლოგიის, ქიმიის ან მონათესავე მიმართულებით; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება; HACCP-ის, GMP/GHP-ისა და მოქმედი სურსათის უვნებლობის რეგულაციების ცოდნა; სასურველია ISO 22000-ის ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა. დამატებითი მოთხოვნა: სასურველია პირადი ავტომობილის ფლობა (სამსახურებრივი ვიზიტების განხორციელებისთვის). სამუშაო პირობები: 📍 სამუშაო ადგილი - ფონიჭალა (საწარმო) და პერიოდული ვიზიტები კომპანიის ფილიალებში; 🕘 სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე , 9-საათიანი სამუშაო გრაფიკი ; 💰 ანაზღაურება - 2 000 ლარი ⛽ საკუთარი ავტომობილის შემთხვევაში საწვავის ხარჯების სრული ანაზღაურება; 📱 კორპორატიულ ნომერი ულიმიტო სასაუბრო პაკეტით; 🩺 სამედიცინო დაზღვევა;