TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / DevOps / System Administrator

System Administrator

Hertz Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 14h ago apply by Aug 20, 2026

Job description

კომპანია "ჰერცი" აცხადებს ვაკანსიას სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე ავტოპარკის მართვისა და ტექნიკური პროცესების მიმართულებით. პოზიციის მიზანი: სისტემის ადმინისტრატორის მთავარი ამოცანაა ავტოპარკთან დაკავშირებული მონაცემების, ტექნიკური ინფორმაციის, სერვისების, დოკუმენტაციისა და რეპორტინგის მოწესრიგებული მართვა. პოზიცია ემსახურება Fleet და Technical Management-ის პროცესების სწორად აღრიცხვას, კონტროლს და მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშების მომზადებას. ძირითადი მოვალეობები: ** ავტოპარკის მონაცემთა ბაზის მართვა და განახლება; ** ავტომობილების ძირითადი ინფორმაციის შეყვანა და კონტროლი: სახელმწიფო ნომერი, VIN, მოდელი, გამოშვების წელი, გარბენი, პასუხისმგებელი პირი, სტატუსი; ** სერვისის, შეკეთების, გეგმური მომსახურებისა და ტექნიკური ინციდენტების სისტემაში აღრიცხვა; ** ავტომობილებთან დაკავშირებული დოკუმენტების ვადების კონტროლი: ტექდათვალიერება, დაზღვევა, ნებართვები და სხვა საჭირო დოკუმენტები; ** ტექნიკურ ჯგუფთან, Fleet Manager-თან და ხელმძღვანელთან კოორდინაცია; ** ხარჯების, სერვისების, დაზიანებებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება; ** Excel/ERP/GPS ან სხვა შიდა სისტემებში მონაცემების დამუშავება; ** არასწორი, არასრული ან დაგვიანებული მონაცემების გამოვლენა და გასწორება; ** პერიოდული რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ, საოპერაციო, ლოგისტიკურ, ავტოპარკის ან ტექნიკური მიმართულებით; ** Excel-ის კარგი ცოდნა; ** მონაცემებთან მუშაობის სიზუსტე და ყურადღებიანობა; ** დოკუმენტაციის მოწესრიგებულად წარმოების უნარი; ** სისტემებთან/პროგრამებთან მუშაობის სწრაფად ათვისების უნარი; ** ქართული ენის კარგი ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციისა და პროგრამული სისტემების (ERP, GPS და სხვა) ეფექტურად გამოყენებისთვის; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. სასურველია: ** GPS, ERP, CRM ან ავტოპარკის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** ავტომობილების სერვისის, ტექნიკური მომსახურების ან ლოგისტიკური პროცესების საბაზისო ცოდნა; ** რეპორტინგის და ანალიტიკური ცხრილების მომზადების გამოცდილება. პიროვნული უნარები: ** ორგანიზებულობა; ** სიზუსტე; ** სწრაფი რეაგირება; ** კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობა; ** ინფორმაციის დროულად და სწორად გადაცემის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** ანაზღაურება: განიხილება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად; ** შერჩეულ კანდიდატს ჩაუტარდება სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული საწყისი ინსტრუქტაჟი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: სისტემის ადმინისტრატორი — Fleet / Technical Management.