ტაქსის მძღოლი
Job description
კომპანია "გრინმობილი" დაფუძნდა 2022 წლის 1 თებერვალს და ის გახდა ყველაზე დიდი ელექტრომობილების კომპანია საქართველოში. "გრინმობილი" არის პირველი პრემიუმ კლასის ელექტრო ავტომობილების კომპანია, რომელიც ოპერირებს BOLT-თან ერთად. ეს არის ბოლტის ტაქსის სერვისი. თუ არ გყავთ ავტომობილი ჩვენ გაძლევთ საშუალებას კომპანიის პრემიუმ კლასის ავტომობილით იმუშაოთ ტაქსის მძღოლად , გამოიმუშაოთ დღეისთვის ნორმალური და რაც მთავარია სტაბილური ანაზღაურება ბოლტის აპლიკაციით. თითოეულ ავტომობილზე მუშაობს 2 მძღოლი, 2 ცვლაში (დღის და ღამის ცვლა). სამუშაოს ხანგრძლივობა: 10 (ათი) საათი დღეში. აუცილებელი მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** პუნქტუალურობა, თავაზიანობა, სისუფთავე. ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. შრომის ანაზღაურება მოხდება ყოველკვირეულად, გამომუშავებული თანხის 35-40% და თვის სარგო მერყეობს 1600-2700 ლარამდე (ავტომობილის კლასის მიხედვით). არავითარი წინასწარი დეპოზიტი და იჯარის გადასახადი. დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია ან დაგვიკავშირდით: 595 04 55 56 გიორგი. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://greenmobil.ge .