თბილისის ბავშვთა სახლის უფროსი ექთანი
Job description
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალის თბილისის ბავშვთა სახლის უფროსი ექთანი სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: 1326 ლარი (დარიცხული) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა; ** ექთნად მუშაობის გამოცდილება; სხვა უნარ-ჩვევები: ** პრობლემების ანალიზის უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** კომპიუტერის - საოფისე პროგრამების ცოდნა. ფუნქციები: ** ბავშვთა სახლში დასაქმებული ექთნების საქმიანობაზე ზედამხედველობა/კონტროლი; ** ბენეფიციართათვის ჩატარებული მანიპულაციებისა და სამედიცინო ღონისძიებების აღრიცხვა (დახარჯული მედიკამენტების რაოდენობა, დასახელება, ბენეფიციართა კონსულტაციების რაოდენობა და დანიშნული მედიკამენტები, ლაბორატორიული გამოკვლევების დასახელება და რაოდენობის აღრიცხვა); ** ექიმის დანიშნულებების შესაბამისად და მათი რეკომენდაციით ბენეფიციართათვის საჭირო მედიკამენტების და სამედიცინო სახარჯი მასალების მარაგისთვის მოთხოვნის შედგენა; ** მედიკამენტების მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების გაცემა, შენახვა და მედიკამენტების ბრუნვის აღრიცხვა, ხარჯვის კონტროლი. ** მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში მონაწილეობა. შერჩევის ეტაპები: ** CV-ების გადარჩევა; ** გასაუბრება - შერჩეულ კანდიდატებთან. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected] თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: (+99532) 2 19 22 32;