თბილისის წარმომადგენლობის ინკასატორი
Job description
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. PayBox აცხადებს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლობის ინკასატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა. რას გააკეთებ: გააინკასირებ სწრაფი გადახდის / თვითმომსახურების ტერმინალებს; სალაროში წარადგენ ინკასირებულ თანხას; პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა; პასუხისმგებლიანობა; დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; ყოველთვიურ ბონუსს (600 ლარამდე); ანაზღაურება- 900 ლარი (ბონუსის გარეშე). დამატებითი მოთხოვნები: უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი); ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/t74HvR1d