Technical Operations Specialist
Job description
" WeCharge " არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება. ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭიროებებს და WeCharge App¬-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ.სიგარეტი და სხვა). ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა. ვეძებთ ტექნიკური ოპერაციების სპეციალისტს , რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სადგურების ინსტალაციას. ძირითადი მოვალეობები: სადგურებისა და დამტენების განთავსება ** სადგურის ინსტალაცია (Plug and play ინსტალაცია) მოთხოვნის შესაბამისად. ** სადგურებისა ტესტირება, ტრანსპორტირებისთვის მომზადება და განთავსება. ** სადგურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ** ფოვერ ბანკების ჩამატება-ამოკლება ობიექტებზე, საჭიროების შესაბამისად. ** სადგურებისა და დამტენების მუშაობის მონიტორინგი, სისტემური შემოწმება, სადგურის დროულად ჩანაცვლება (საჭიროების შემთხვევაში). ** რეპორტინგი - ანგარიშის წარმოდგენა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად. შენიშვნა: სადგურის ინსტალაციის პროცესი მარტივია, საჭიროა დენის წყაროში შეერთება და ტესტირება. პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები: ** ინგლისური ენა (სასურველია) ** სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია) პოზიციისთვის აუცილებელი უნარები: ** კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ბათუმი ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი) ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (300-700 ლარამდე); მნიშვნელოვანია: ვაკანტური პოზიცია - 1 გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადი გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე - [email protected] შეტყობინება: გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, შპს ვი ჩარჯი ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს ვიჩარჯის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.