TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკოსი

ტექნიკოსი

Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 15, 2026

Job description

„ჯინო ჰოლდინგი“ ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისის ბულვარი“, სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში. სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20 ძირითადი მოვალეობები: შენობის საინჟინრო სისტემების მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ტექნიკური გაუმართაობების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა; პროფილაქტიკური და გეგმიური ტექნიკური სამუშაოების შესრულება; ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრა; ტექნიკური მოწყობილობებისა და დანადგარების რეგულარული შემოწმება; სამუშაოების შესრულება უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვით; უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა კანონიერი დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ტექნიკური ან საინჟინრო განათლება; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ელექტრო, მექანიკური და საინჟინრო სისტემების ცოდნა; უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა. კომპანია გთავაზობთ: მეგობრულ სამუშაო გარემოს დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) კვებით უზრუნველყოფას ანაზღაურება 1900 ლარი (NET) დაინეტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: [email protected] , სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე 598 91 91 94 თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.